საზოგადოება "ის სკოლაში ვეღარ ისწავლის..." - ემოციური ამბავი პატარა ბიჭისა, რომელიც ისტორიაში შევიდა 2021, 16 თებერვალი, 14:22
ერთხელ, ერთმა ბიჭმა, სკოლაში სიარული შეწყვიტა. გააცდინა ერთი კვირა, ორი... ლიოვას ტელეფონი არ ჰქონდა, ამიტომ მასწავლებლის რჩევით კლასელებმა სახლში მიაკითხეს. კარი ლიოვას დედამ გააღო. ძალიან მოწყენილი სახე ჰქოდა. ბავშვები მიესალმნენ და ჰკითხეს:
- რატომ არ დადის ლიოვა სკოლაში? დედამ სევდიანად უპასუხა: — ის სკოლაში ვეღარ ისწავლის. მას ოპერაცია გაუკეთეს, მაგრამ წარუმატებლად. ლიოვა დავრმავდა და დამოუკიდებლად სიარული აღარ შეუძლია. ბავშვები გაოცებისგან დადუმდნენ, ერთმანეთს გადახედეს. უცბად ერთ-ერთმა კლასელმა თქვა: - ჩვენ დავეხმარებით, სკოლაშიც ჩვენ წავიყვანთ, რიგ-რიგობით. - სახლშიც ჩვენ მოვიყვანთ, - აჰყვა მეორე. - გაკვეთილების მომზადებაშიც დავეხმარებით, - ერთმანეთს აღარ აცლიდნენ თანაკლასელები. დედას ცრემლები მოადგა. ბავშვები სახლში შეიპატიჟა. ცოტა ხნის შემდეგ ოთახში ლიოვა შემოვიდა, თვალები შეხვეული ჰქონდა და ხელის ცეცებით იკვლევდა გზას. ბავშვები ერთ ადგილზე გაშეშდნენ. სწორედ ახლა გაითავისეს სინამდვილეში რამხელა ტრაგედია დაატყდა მათ მეგობარს. - გამარჯობა, - სუსტი ხმით მიესალმა მათ ლიოვა. და უცბად ყველა ბავშვი ერთად აყვირდა: - ხვალ მე შემოგივლი და სკოლაში გაგაცილებ. - მე კი მოგიყვები რა გავიარეთ ალგებრაში. - მე ისტორიის მეცადინეობაში დაგეხმარები. ლიოვას ვერ გაეგო ვისთვის მოესმინა და მხოლოდ დაბნეულად უქნევდა თავს. დედას კი ცრემლები მოსდიოდა. ბავშვებმა გეგმა შეადგინეს - ვის როდის უნდა წაეყვანა სკოლაში, ვინ რომელ საგანში უნდა დახმარებოდა, სასეირნოდ ვინ წაიყვანდა. სკოლაში გვედით მჯდომი კლასელი ჩუმად უყვებოდა ხოლმე რასაც მასწავლებელი დაფაზე წერდა. როცა ლიოვა საპასუხოდ ადგებოდა, კლასი მაშინვე გაისუსებოდა. ბავშვებს გულწრფელად უხაროდათ ყოველი მისი ხუთიანი, უხაროდათ საკუთარზე მეტადაც კი. ლიოვა შესანიშნავად სწავლობდა. კლასელებმაც უკეთ დაიწყეს სწავლა, რადგან მეგობრისთვის გაკვეთილის ასახსნელად ჯერ თავად კარგად უნდა ესწავლათ იგი. ლიოვა გასართობადაც ხშირად დაჰყავდათ. ბიჭუნას ძალიან უყვარდა კლასიკური მუსიკა და მეგობრებიც დადიოდნენ მასთან ერთად სიმფონიურ კონცერტებზე... სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა, შემდეგ ინსტიტუტში ჩააბარა. იქაც გამოჩნდნენ მეგობრები, რომლებიც მისი თვალები გახდნენ. ინსტიტუტის შემდეგ ლიოვამ ისევ განაგრძო სწავლა და საბოლოოდ მსოფლიოში ცნობილი მათემატიკოსი, აკადემიკოსი ლევ პონტრიაგინი გახდა. ლევ სემიონის ძე პონტრიაგინი - XX საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი მატემატიკოსი, აკადემიკოსი. მნიშვნელოანი წვლილი შეიტანა ალგებრულ და დიფერენციალურ ტოპოლოგიაში, ვარიაციულ გამოთვლაში, მართვის თეორიაში. ეს ლევ პონტრიაგინის ისტორიაზე შექმნილი კი მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი: ასევე დაგაინტერესებთ: აი რა მისწერა დედამ შვილს, რომელიც ინტერნეტს ვერ სცილდებოდა - იხალისეთ ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ფოტო, რომელიც შიშის ზარს დაგცემთ - დააკვირდით როცა სიბრაზე მოგაწვება, აიღე ერთი ლურსმანი და... - აღმოსავლური იგავი (+ვიდეო) 7 ექსპერიმენტი, რომელიც დაგვანახვებს, რა ცოტა რამ ვიცით საკუთარ თავზე ჰოლივუდის მსახიობი, რომლის გარეშეც ვერ იმუშავებდა თქვენი მობილური და Wi-Fi 196 5-ს მოსწონს
|