x
image
თუთიკო ბერძენა
Mediator image
სოზარ სუბარი: შემოვიდა ინფორმაცია ნიკა მელიას გეგმებთან დაკავშირებით

image

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა ნიკა მელიას მხრიდან გირაოს არგადახდის და მართლმსაჯულების სისტემის საბოტაჟთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა. მისი განცხადებით, მიუხედავად იმისა, თუ რა პროვოკაციებს განახორციელებს კონკრეტული სამართლადამრღვევი პირი, მართლმსაჯულება აუცილებლად აღსრულდება.


„ნიკა მელიას მხრიდან გირაოს არგადახდის და მართლმსაჯულების სისტემის საბოტაჟთან დაკავშირებით უამრავი არაადეკვატური და დესტრუქციული განცხადება მოვისმინეთ. მას შემდეგ, რაც “ნაციონალურ მოძრაობას” მესამე პირის მეშვეობით ნიკა მელიას გირაოს თანხის შეტანისა და ამის “ქართულ ოცნებაზე” გადაბრალების გეგმა ჩაუვარდა, მათ ახალი პროვოკაცია დაგეგმეს.


ჩვენი ინფორმაციით, ნიკა მელია არ გამოცხადდება სასამართლოში და მართლმსაჯულებას დაემალება, პროკურატურა კი ვალდებულია, რომ მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტით ბრალდებული მართლმსაჯულების სისტემის წინაშე წარადგინოს.“ნაციონალური მოძრაობის” რიგებიდან ჩვენ ასევე გვაქვს ინფორმაცია, რომელიც მათი საჯარო გამოსვლებითაც დასტურდება, რომ სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერების შემდეგ, თუკი სასამართლო აღმკვეთი ღონისძიების გამკაცრების თაობაზე პროკურატურის შუამდგომლობას დააკმაყოფილებს, ნიკა მელია “ნაციონალური მოძრაობის” ოფისში ჩაიკეტვას და წინ სხვა ადამიანების აფარებას აპირებს, როგორც ეს ერთხელ უკვე გააკეთა 20 ივნისს.



ნიკა მელიას საკითხთან დაკავშირებით, რადიკალურ ოპოზიციას იმდენად უარგუმენტო და ანტისახელმწიფოებრივი პოზიცია აქვს, რომ დასახმარებლად კვლავაც გავრილოვის და რუსეთის ფაქტორის გამოყენება სცადეს და როგორც ყოველთვის, მათ რუსეთიდან მიიღეს ეს დახმარება! ისინი ცდილობენ ქვეყანაში დესტრუქციული პროცესების გამოწვევას, რაშიც როგორც ყოველთვის, მათ ეხმარება რუსეთი და ეს მიხეილ სააკაშვილის გუშინდელი აღიარებით კიდევ ერთხელ გამოჩნდა


ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ მათი პროვოკაციული მცდელობების მიუხედავად, კრიმინალისგან წამებულს ვერ შექმნიან! საქართველო სამართლებრივი სახელმწიფოა, სადაც კანონის წინაშე ყველა თანასწორია და მიუხედავად იმისა, თუ რა პროვოკაციებს განახორციელებს კონკრეტული სამართლადამრღვევი პირი, მართლმსაჯულება აუცილებლად აღსრულდება.

0
82
2-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
Mediator image
82
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0