გუშინ დიდ ბრიტანეთში გუშინ არნახული ყინვა იყო, ყინვის წვიმამ მასიურად გაყინა ყველაფერი, თქვენ წარმოიდგინეთ ზღვის ყურეებიც კი გაიყინა. ყინულოვანი ქარის სიჩქარე 80 მილს აღწევდა საათში. თოვლის ფიფქები დაცემისთანავე იყინებოდა, გაიყინა პრაქტიკულად ყველაფერი რისი გაყინვაც კი შეიძლებოდა.
პარკირებაზე მდგარი მანქანები გაყინული თოვლის სქელი საფარის ქვეშ აღმოჩნდა, თოვლის საფარმა გზებზე არნახულ სიმაღლეს მიაღწია, გზების რეგულარული წმენდის მიუხედავად მოყინული გზიდან გადაცურებული მანქანების ამოყვანას ვერ აუდიოდა სამაშველო სამსახური.
გვირაბებში მანქანით გასვლა რიგ რეგიონებში შეუძლებელი გახდა ყინვის უზარმაზარი ლოლუების გამო.
ახალგაზრდებმა, როგორც ყოველთვის ცუდ ამინდშიც გამონახეს დრო და საშუალება გასართობად.
ძლიერმა ყინვამ ფერმერებსაც შეუქმნა პრობლემები, გაიყინა წყლის მილები რის გამოც წყლის მიწოდება შეუწყდა მოსახლობასაც ნაწილობრივ.
გვირაბი სადაც გავლა შეუძლებელია მანქანით ყინულის ლოლუების გამო
ძლიერი ყინვის მიუხედავად მოთხილამურეც გამოჩნდა
თოვლის ბაბუაც მზადაა
"ყინვაგამძლე" გოგოებმა ყინულოვან ზღვაში ბანაობით გული იჯერეს
გაყინულმა შადრევანმა მოყვარულ ფოტოგრაფებს სამუშაო გაუჩინა
დამეთანხმებით თოვლის სიმაღლე შთამბეჭდავია
გუნდაობაც დაიწყო
ბავშვით სუფთა ჰაერზე გამოსული ახალგაზრდა გოგონა
ასე გამოიყურება თოვლის სქელი საფარისგან განთავისუფლებული ტრასა
ტექნიკა გარეუბანში ასუფთავებს გზას თოვლისაგან
ბრიტანელები ქუჩაში გამოვიდნენ გასართობად, მეტი ინტრიგისათვის პრემიერის მანეკენიც გამოუტანიათ












დღეიდან სინოპტიკოსების პროგნოზით ბრიტანეთში ტემპერატურა აიწევს +13 გრადუსამდე მთელ ინგლისში.
სინოპტიკოსის ლიუკ მიალის თქმით, ამინდი იქნება "საკმაროდ ტენიანი და ქარიანი" მთელი კვირის განმავლობაში.
მისი თქმით ტემპერატურა იმერყევებს +7 გრადუსიდან +13 გრადუსამდე ცელსიუსის შკალით.
"თოვლის დიდი ნაწილი ამ კვირის განმავლობაში საგრძნობლად გადნება, თუმცა ეს არ შეეხება შოტლანდიას, სადაც უზარმაზარი ნალექი მოვიდა თოვლის სახით და თოვლის საფარი ძალიან დიდია"-განაცხადა სინოპტიკოსმა.