მხატვრობა ფრიდონ ნიჟარაძე - გენიოსი სვანი მხატვარი 2021, 11 თებერვალი, 18:43 ფრიდონ ნიჟარაძე (1944-2020) იყო უშგულელი გენიალური სიურრეალისტი მხატვარი, რომელმაც ნახატების საოცარი სერია შექმნა. ფრიდონ ნიჟარაძის პირველი პერსონალური გამოფენა მოეწყო 2019 წელს თბილისის ისტორიის მუზეუმში. ამის შემდგომ ერთ წელიწადში, 76 წლის ასაკში გარდაიცვალა დიდი მხატვარი. ბავშვობიდან მხატვრობისადმი დიდი მიდრეკილება აღმოაჩნდა, უშგულში იზრდებოდა და იმ პერიოდში, როცა ტაძრები ფარეხის ფუნქციას ასრულებდა, უპატრონოდ მიტოვებული ლამარიას ტაძრის ფრესკები ფანქრით მოხატა. რომ წამოიზარდა ქუთაისის სამთო ტექნიკუმში დასაქმდა მაღაროში, სადაც არაერთი ავადმყოფობა გადაიტანა, შემდეგ საბჭოთა ჯარსი გაიწვიეს. იქიდან დაბრუნების შემდეგ სამხატვრო აკადემიაში ჩააბარა და მიუხედავად იმისა, რომ სწავლის დასრულების შემდეგ სოხუმში გადაანაწილეს, იქ მაინც არ წავიდა და მშობლიურ სვანეთში დაბრუნდა. ამბობდა, რომ უშგულის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოედგინა. კრებულები:1. პროტო-ქართული ხალხები2. ქართული სახელმწიფოები3. კავკასიური კულტურები4. საქართველო5. საქართველო (მეორე ნაწილი)6. რელიგია7. პარანორმალი8. სხვადასხვა9. მეცნიერება10. მეცნიერება (მეორე ნაწილი)11. მეცნიერება (მესამე ნაწილი)12. ქართული მითოლოგიაავტორი: თორნიკე ფხალაძე345 2-ს მოსწონს
|