საზოგადოება „იხარე ერო, მოკვდი მტერო კი არა, პირიქით!“ - ნიკა გვარამია 2021, 10 თებერვალი, 22:03 ტელეკომპანია "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია საქართველოში კოვიდვაქცინაციის 50 000 შპრიცის შემოტანას ეხმაურება და პოსტს აქვეყნებს: .
„რვა მილიონი ლარის ერთჯერადი ხელთათმანების, ორმოცდაათი ათასი ერთჯერადი შპრიცის და ოცდახუთი ათასი ვაქცინის (ისიც კაცმა არ იცის) ხელისუფლება.
. იხარე ერო! მოკვდი მტერო! კი არა და, პირიქით“, - წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში. . ცნობისთვის, საქართველომ დონაციის სახით, COVID-19-ით ვაქცინაციისთვის 50 000 ცალი 0, 3 მლ. დოზირებული მოცულობის შპრიცი მიიღო. . "ახალი კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგო აცრების ჩატარებისთვის განკუთვნილი სპეციალური სახეობის შპრიცების შესყიდვის მიზნით, საქართველოს მხარემ აქტიურად იმუშავა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებულ მწარმოებელ კომპანიებთან, მათ შორის ერთ-ერთ უმსხვილეს ინდურ კომპანიასთან — Hindustan Syringes & Medical Devices Ltd . . მიუხედავად დიდი მოთხოვნისა და შექმნილი დეფიციტისა, საქართველოს მხარის აქტიური ჩართულობით, კომპანია მზადყოფნას გამოთქვამს საქართველოსთან სამომავლო თანამშრომლობაზეც", — წერია სამინისტროს განცხადებაში. . ამ ეტაპზე საქართველოში ვაქცინა შემოტანილი არ არის. სამთვრობო გუნდის განცხადებით, თებერვლის ბოლომდე საქართველი კოვაქს პლატფორმიდან 29 250 დოზა ვაქცინას მიიღებს. . დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კოვაქს პლატროფმიდან მიღებული 29 250 დოზა ვაქცინა დაახლოებით 14 000 ადამიანს ეყოფა, რადგან ის ორჯერ კეთდება. პირველ ეტაპზე სამედიცინო მუშაკები აიცრებიან და როგორც გამყრელიძე ამბობს, უკვე დაწყებულია მონაცემების შეგროვება — დღეს დილისთვის, შესაბამის პორტალზე აიტვირთა 27 000 ადამიანის მონაცემები. , გამყრელიძემ განმარტა, რომ მონაცემთა ბაზის პრიორიტეტიზაციას კლინიკები თვითონ მოახდენენ. მანვე აღნიშნა, რომ ვაქცინაცია ჯერ არ ჩაუტარდებათ კოვიდგადატანილ სამედიცინო პერსონალს. , "ექიმები, ექთნები, უმცროსი სამედიცინო პერსონალი და მათ შორისაც ხდება პრიორიტეტიზაცია, რადგან მთლიანად საქართველოში მთლიანად 75 000 მედიცინის მუშაკი მუშაობს, აქედან ჩვენს გეგმაში სამიზნე გახლავთ 49 000 – 60%, რადგან მოგეხსენებათ ჩვენი სამიზნე ამ წლის განმავლობაში არის 60%. , უკვე დაწყებულია მათი მონაცემების შეკრება დღეს დილით 27 000 მონაცემი იყო სპეციალურ პორტალზე ატვირთული, სამედიცინო დაწესებულებების მიერ, რომლებიც მიცემული ინსტრუქციის მიხედვით თვითონ ახდენენ პრიორიტეტიზაციას, მაღალი პრიორიტეტის ანუ, ვინც უშუალოდ კოვიდავადმყოფებთან მუშაობენ, საშუალო და დაბალი პრიორიტეტის ადამიანები. . შემდგომ პროცესი აეწყობა ისე, რომ ეს მონაცემთა ბაზა შედარდება კოვიდინფიცირებულთა მონაცემთა ბაზასთან და ვისაც გასული წლის განმავლობაში დადასტურებული ჰქონდა კოვიდინფექცია, მინისტრის ბრძანება გულისხმობს, რომ კოვიინფექციის დადასტურებიდან 3 თვის შემდეგ შესაძლებელია უკვე ამ ადამიანების აცრა. კოვიდინფექცია არ წარმოადგენს წინააღმდეგ ჩვენებას აცრის, მაგრამ მწვავე ან ქვემწვავე პერიოდში, ანუ გადატანის შემდგომ დავთქვით, რომ 3 თვის განმავლობაში ნუ ავცრით ამ ადამიანებს. აქედან გამომდინარე ეს ადამიანებიც გამოაკლდება", — აღნიშნა ამირან გამყრელიძემ. . გამყრელიძის თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ Pfizer-ის ვაქცინა საჭიროებს ულტრადაბალ ტემპერატურაზე შენახვას -70-80 გრადუსზე, შემოსული ვაქცინა დასაწყობდება დაავადება კონტროლის ცენტრის თბილისის, სასაწყობე მეურნეობაში, ასევე ქუთაისსა და ბათუმში, სადაც შესაბამისი პირობებია მოწყობილი. მან ასევე აღნიშნა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შერჩეულია, დაახლოებით, 10-მდე საავადმყოფო და კიდევ 5 სარეზერვო საავადმყოფო თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში, სადაც მოხდება აცრები, დაახლოებით, 40 ბრიგადის მიერ. , "თითოეული ბრიგადა შედგება 3 ადამიანისგან — ამცრელი, ექიმი, ვინც ეკითხება პიროვნებას, სპეციალურად შემუშავებული კითხვარით და ასევე, რეგისტრატორი, ვისაც იმუნიზაციის ელექტრონულ მოდულში შეაქვს შემდგომ პიროვნების მონაცემები. თითოეული ბრიგადისთვის გათვლილია, რომ უნდა აიცრას 40-42 ადამიანი, შესაბამისად, დღის განმავლობაში, ვფიქრობთ, რომ აიცრება 1 000-მდე ადამიანი. ამ 40 ბრიგადის მიერ და ამ 14 000 ადამიანის აცრას, 1 აცრას, დაახლოებით ვანგარიშობთ, დასჭირდება 2 კვირა. . 3 კვირის შემდეგ, კიდევ, თითოეული ადამიანი დაბარებული იქნება — როგორც შეხსენება მიუვა SMS-ით, ასევე მიეცემა სპეციალური ფორმა, რომ 3 კვირის შემდეგ ისევ უნდა მოვიდეს და ვაქცინის მე-2 დოზა გაიკეთოს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ კოვიდის საწინააღმდეგო აცრები საქართველოში უკვე თებერვალში დაიწყება", — განაცხადა მან. . პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას ინფორმაციით, Pfizer-ის ვაქცინის პირველი დოზები საქართველოში თებერვლის ბოლომდე შემოვა.205 შეფასება არ არის
|