x
image
თამილა გურაშვილი
ვიდეო:მიწისქვეშა ქალაქები რაკეტებით.-როგორ ემზადება ირანი აშშ-ზე თავდასხმისთვის

image



ყველაზე პირქუში სცენარი, სადაც ირანი, არა მხოლოდ, პასუხობს აშშ-ს დარტყმას რეგიონში ქვეყნის უახლოეს მოკავშირეებზე თავდასხმით, არამედ, წყვეტს ნავთობის მომარაგებასაც, მხოლოდ ორი საათის განმავლობაში შეიძლება განხორციელდეს. ირანის დაუყოვნებელი რეაგირება განხორციელდება საიდუმლო სარაკეტო ბაზების მიერ, რომლებიც მიწისქვეშ იმალება.






რაკეტების ქალაქი - ირანული სარაკეტო ბაზა, რომელიც საზოგადოებას იანვრის დასაწყისში აჩვენეს, ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე იდუმალი ადგილია. იარაღის შენახვის სისტემა ირანში ძალიან უჩვეულოა. შესაძლო საჰაერო დარტყმების და საბოტაჟის გამო, თითქმის ყველა ბალისტიკური და საკრუიზო რაკეტა იმალება მიწისქვეშეთში. შემთხვევითი არ არის, რომ ასეთ შენახვის ობიექტებს რაკეტების ქალაქს უწოდებენ - გრძელ დერეფნებში განლაგებულია როგორც მზა რაკეტების, ასევე საბრძოლო მასალების მოსამზადებელი ბაზები.






ისლამური რევოლუციური გვარდიის კორპუსმა მთავარი გეოპოლიტიკური მტრის - ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ ომისთვის მზადება დაიწყო 2000-იანი წლების დასაწყისში. იმ დროს ქვეყანაში ჯერ კიდევ არ იყო მაღალი ხარისხის საჰაერო თავდაცვა, ამიტომ, მათ გადაწყვიტეს იარაღის შენახვა მიწისქვეშ განკითხვის დღისთვის.







სამხედრო მშენებლობის ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ირანში სარაკეტო ქალაქები განლაგებულია, არა მხოლოდ ბირთვულ ობიექტებთან, არამედ მეზობელი ქვეყნების საზღვრებთან. ასე რომ, ექსპერტების აზრით, ირანი უზრუნველყოფს მაქსიმალურად უსაფრთხო განთავსებას და რეაგირების მინიმალურ დროს. ახალი სარაკეტო ბაზა, რომელშიც განთავსებულია საკრუიზო გემების საწინააღმდეგო რაკეტები, ბოლო ათწლეულების ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე სტრუქტურაა, არა მხოლოდ ირანში, არამედ მსოფლიოში.





image




ეკონომიკური ქვეტექსტი, რომელიც ყოველთვის განიხილება ირანთან დაკავშირებულ კრიტიკულ სიტუაციებში, ისეთივე მნიშვნელოვანია მსოფლიო სტაბილურობისთვის, როგორც მოცემული სახელმწიფოს ბირთვული იარაღის არარსებობა ან არსებობა.





გეოგრაფიულად, ქვეყანა ისე მდებარეობს, რომ ჰორმუზის სრუტის ყველაზე ვიწრო წერტილი, რომლითაც სპარსეთის ყურეში გადის წარმოებული მთლიანი მსოფლიო ნავთობის 70%, მხოლოდ 54 კილომეტრია. ამ დერეფანში მაქსიმალური სიღრმე მხოლოდ 229 მეტრია. ირანის ფლოტი სარგებლობს ამ უპირატესობით. ექსპერტების აზრით, საჭიროების შემთხვევაში, ირანს შეუძლია დაბლოკოს ჰორმუზის სრუტე და დატბოროს იქ ისეთი გემებიც კი, როგორიცაა გამანადგურებლები ან აშშ-ის საზღვაო ძალების ავიამზიდები.





ირანული სარაკეტო იარაღი მუდმივი კამათის თემაა, მაგრამ სწორედ მათი შაშუალებით დახურავს ქვეყანა ჰორმუზის სრუტეს, თუ საერთაშორისო ურთიერთობებში უპასუხო წერტილი იქნება.





2021 წლის იანვრის დასაწყისში გენერალი ჰოსეინ სალამი სპარსეთის ყურის სანაპიროზე სტრატეგიული რაკეტის ბაზების გახსნის ცერემონიალზე გამოჩნდა. მიწისქვეშა ბაზებში, რომელთა კადრებიც გაავრცელა ირანულმა სააგენტომ Sepha- მ, უამრავი საკრუიზო რაკეტაა.





მათი დახმარებით, სამხედრო -საზღვაო ძალების დაცვის ისლამურ კორპუსს შეუძლია შეუტიოს ნებისმიერ ხომალდს. სამხედრო ექსპერტისა და ირანული სარაკეტო იარაღის სპეციალისტის, იური ლიამინის აზრით, ამ იარაღით ირანს შეუძლია გააკონტროლოს, არა მხოლოდ ჰორმუზის სრუტე, არამედ, მთელი სპარსეთის ყურე, რომლის საშუალებითაც ნავთობი შემკვეთებს მიეწოდება.






ირანული მიწისქვეშა ბაზები, რომლებიც ექსპერტების თქმით, სავარაუდოდ სანაპიროსთან ახლოს მდებარეობს, ომის შემთხვევაში შეასრულებენ მოწინავე სამხედრო ბაზის როლს. რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი ოპერატიული განყოფილების ყოფილი თანამშრომელის, პიოტრ შპაგინის თქმით, კარგად აშენებულ მიწისქვეშა ნაგებობებამდე ბირთვული მუხტებიც კი ვერ მიაღწევს.






ირანული მედიის მიერ გამოქვეყნებულ კადრებში აშკარად ჩანს, როგორც საკრუიზო რაკეტები, ასევე, სატვირთო პლატფორმები, რომელზეც ამ რაკეტების განთავსებაა შესაძლებელი. ისინი ინახება მრავალ კილომეტრიან დერეფნებში. სამხედრო ექსპერტის იური ლიამინის აზრით, ირანს არსენალში აქვს რამდენიმე ტიპის ანტისაკრუიზო რაკეტა გაშვების სხვადასხვა დიაპაზონით.






ჰორმუზის სრუტისთვის ბრძოლაში უპირატესობის უზრუნველსაყოფად ირანმა ორი გზა გაიარა. პირველი არის მცირე, მაგრამ ჩქაროსნული ფლოტის შექმნა. სარაკეტო კატარღები და მცირე ხომალდები, რომლებსაც ქვეყანა დამოუკიდებლად აწარმოებს. ისინი შეიარაღებულია საკრუიზო რაკეტებით და გამჭოლი ქობინებით. ასეთი იარაღი საკმარისია, არა მხოლოდ ფსკერზე ნავთობით დატვირთულ სავსე ტანკერის, არამედ, დიდი საბრძოლო ხომალდის, მაგალითად, აშშ-ის საზღვაო ძალების გამანადგურებისთვის.





მეორე გზა ითვლება მტრისთვის უფრო ტექნოლოგიურად და საშიშად. "Ghadir"-ის რაკეტები, რომლებიც ნაჩვენებია სამხედრო საზღვაო ძალების დაცვის ისლამური კორპუსის მიწისქვეშა ბაზის გახსნის ცერემონიალზე. მისი მაქსიმალური სიჩქარე საათში დაახლოებით ორნახევარი ათასი კილომეტრია. ფრენის სიმაღლე - ზღვის დონიდან სამი მეტრი. ამ რაკეტების საფუძველზე ირანელმა სამხედროებმა ააშენეს არა მხოლოდ საბჭოთა კომპლექს""Бал""-ის საკუთარი ანალოგი, არამედ, სარაკეტო სისტემის თითქმის ზუსტი ასლი გააკეთეს(გარდა ზოგიერთი დეტალებისა). სამი სატვირთო კონტეინერის და რამდენიმე ასეული რაკეტის მუდმივი საბრძოლო მზადყოფნა ირანს საშუალებას აძლევს ჩაატაროს მთელი რიგი შეტევები პრაქტიკული შეფერეხების გარეშე სამხედრო გემებისა და ტანკერების ნებისმიერი გადაადგილებისას.





საერთო ჯამში, სხვადასხვა შეფასების თანახმად, სამხედრო საზღვაო დაცვის ისლამური კორპუსის განკარგულებაში არის მინიმუმ ათეული სხვადასხვა მოდელის ანტისახომალდო რაკეტები. მათი ხარისხი და სიზუსტე უცნობია, მაგრამ ირანელი სამხედროების მიერ გამოქვეყნებული ასეთი რაკეტების გამოცდებიდან ჩანს, რომ ქვეყნის სარაკეტო ინდუსტრია ტექნოლოგიურად პრაქტიკულად მიუახლოვდა გვიან სსრკ-ში შექმნილ ყველაზე თანამედროვე რაკეტებს.





ეს ნიშნავს, რომ ირანს (გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე) შეუძლია გაანადგუროს ნებისმიერი ხომალდი შორეული მიდგომებით, ფაქტობრივად, საკუთარი ფლოტისა და არმიის ადგილიდან დაძვრის გარეშე.




აშშ-ს (და ნებისმიერი სხვა) საზღვაო და საჰაერო ძალებს ქვეყნის შესაძლებლობებმა შეიძლება მიუღებელი ზიანი მიაყენოს. ეს შეიძლება გახდეს სამხედრო ინტერვენციაზე უარის თქმის ძირითადი მიზეზი.







0
70
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
70
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0