საზოგადოება ტანსაცმელების მაღაზია დაიწვა ბათუმში - ხანძარი ხოფაზე 2021, 9 თებერვალი, 13:48 დღეს დილით, ხოფის ბაზრობაზე ბათუმში, ერთ-ერთ შესასვლელთან მდებარე ტანსაცმლის მაღაზიას ხანძარი გაუჩნდა. დაიწვა 2 მაღაზია. ადგილზე მალევე მივიდნენ მაშველ-მეხანძრეთა ჯგუფები და ამჟამად ცეცხლი ლოკალიზებულია. თუმცა მაღაზიის და ტანსაცმლის უმეტესი ნაწილი დამწვარია, მაშველები და გვერდით მყოფი მოვაჭრეები დამწვარ მაღაზიიდან დარჩენილი საქონლის გადარჩევას ცდილობენ. ზარალის ოდენობა ჯერჯერობით უცნობია. ხანძრის შედეგად არავინ დაზარალებულა. 39 შეფასება არ არის
|