x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
თქვენი შთამომავლობის გადასახდელი იყოს ის დიდი ცოდვა,რომელიც მძიმე ჯვრად დაგაწვებათ ჩემი გარდაცვალების გამო-მირიან ყარაულაშვილი

imageანალიტიკოსი მირიან ყარაულაშვილი სოციალურ ქსელით იმ აქტივისტებს და პოლიტიკოსებს მიმართავს, ვინც პანდემიის გამო დაწესებულ შეზღუდვებს ქუჩაში აპროტესტებს.


„ვარ 61 წლის, ამ წლის აპრილში შემისრულდება დაბადებიდან 62 წელი; ბოლო ოცი წელია სხვადასხვა მიზეზთა გამო, ვარ ქრონიკული კარდიო პაციენტი, ყოველ დღე ვღებულობ კონკრეტულ პრეპარატს, ჩემი კარდიოლოგის მიერ დანიშნულს; სიგარეტის მოწევის 8 წლის წინ ნებაყოფლობით გადადგდების შემდეგ მკვეთრად მოვიმატე წონაში და ვარ ფაქტიურად კორონას ნომერ პირველი მსხვერპლი!!! ყველა გაიდლაინი მეუბნება, რომ ვარ კორონას დავირუსების შემთხვევაში ნომერ პირველი პაციენტი, ვინც სხვადასხვა პროცედურების გავლის მიუხედავად მკურნალობას დაასრულებს გარდაცვალებით!


კიდევ ბევრი შემეძლო დამეწერა ჩემი კოვიდ-19 თან არამეგობრული დამოკიდებულების შესახებ.- ხოდა, აწი თუ თქვენი საპროტესტო აქციებით, თქვენი ლობისტების მთავრობაზე ზეწოლით, თქვენს ბიზნესებში მთავრობის და პრალამენტის წევრთა წილში ყოფნით თუ სხვა, ჩვენთვის შეუცნობელი რომელიმე მხარდაჭერის ბერკეტით ხსნით ქვეყანაში ეპიდემიოლოგიურ სივრცეს, და თუ მე პირადად დავსნებოვდები ამ თქვენგან გახსნილ ბიზნეს-სივრცეში კორონა ვირუსით, რომელიც სავარაუდოდ მომისწრაფებს სიცოცხლეს, თქვენი და თქვენი შთამომავლობის გადასახდელი იყოს უფლის წინაშე ის დიდი ცოდვა, რომელიც პირადად დაგაწვებათ მძიმე ჯვარად მთელი სიცოცხლის მანძილზე ჩემი გარდაცვალების გამო !!!“, -წერს მირიან ყარაულაშვილი სოციალურ ქსელში.

image

0
148
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
148
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0