საქართველო გიგი უგულავამ "გირჩს" "აწ უკვე ქლიავების პარტია" უწოდა 2021, 3 თებერვალი, 21:39
" ლუსტრაცია გრძელდება! ყოფილმა გირჩმა აწ უკვე ქლიავების პარტიამ ოცნებას მოუწოდა არ ეყარა კენჭი უფლებამოსილების შეწყვეტისთვის - სადაა მეგობრებო არჩევანის თავისუფლება, კონსტიტუციის პატივისცემა. მერე, ელჩი ჰარცელის მუქარამ, რომ ფასილიტაციიდან ელჩები გავიდოდნენ, ქოცები დააპანიკა, ახალ ქოცებსაც უტყდებოდათ კენჭისყრა. აირია ქოცისტანი და კენჭისყრა ჩააგდეს. ერთი ადგილი არ ეყოთ, მუხლები აუკანკალდათ, მარტო დარჩენის შეეშინდათ და რაც გაქაჩეს ესაა - ელისაშვილს გაყალბებაზე ლაპარაკი აუკრძალეს, მანაც მორჩილად ცხვირი დახარა. ბოიკოტი კი გრძელდება, მოთხოვნები უცვლელია: რიგგარეშე არჩევნები და გიორგი რურუას განთავისუფლება. ბოიკოტი მუშაობს - გარეთაა დანარჩენი პოლიტპატიმრები. ერთი სიტყვით, როგორც ეროვნული მოძრაობის დროს ამბობდნენ - კრემლმა უკან დაიხია. ახლა მთავარია ბოომდე მივაწვეთ", - ვკითხულობთ გიგი უგულავას "ფეისბუქ" გვერდზე. 78 შეფასება არ არის
|