x
image
ლანა92
"არა უბრალოდ, რომ არ გამლახოს"- ნიკა მელიამ იაგო ხვიჩიას სათამაშო პისტოლეტი აჩუქა

image



რამდენიმე დღის წინ პარტია "გირჩის" წევრი იაგო ხვიჩია "ტვ პირველის" ეთერში ნიკა მელიას მხრიდან მის მიმართ განხორციელებულ მუქარაზე საუბრობდა.

"მომეჩვენა, რომ ნიკა მელია მემუქრებოდა, - განაცხადა დაეჭვებით იაგო ხვიჩიამ.

"დამირეკა, ცუდი საუბარი გვქონდა, სამწუხაროდ. მე მომეჩვენა, რომ დამემუქრა კიდეც. ამიტომ მინდა, თქვენი მეშვეობით გავარკვიო, მართლა მემუქრება ნიკა მელია, თუ ზოგადად გაბრაზებულზე იცის ასეთი ლაპარაკი. მე მომეჩვენა, რომ ნიკა მელია მემუქრებოდა. ნიკა მელია ჩემზე მეტია ფიზიკურად. ჩემზე მორევა შეუძლია. მე პარლამენტის წევრი ვარ, მაქვს იარაღის ტარების უფლება. თუ ეს მართლა მუქარაა, მემუქრება ბატონი მელია და დაადასტურებს თქვენი ეთერით.. უბრალოდ, რომ არ გამლახოს. ჩემზე დიდი რომ არ მომერიოს, მე მჭირდება თავდაცვის საშუალება. ჯერ უბრალოდ ვაზუსტებ, ბატონი ნიკა მელია დამემუქრა თუ ხუმრობა იყო. ნიკა მელიას სიტყვას რომ პატივს ვცემ, მაგიტომ მივიჩნიე სერიოზულად და მინდა, გავარკვიო, მემუქრებოდა დებატებზე გამოწვევით თუ ფიზიკურად ჩემზე დიდია, მაგით", - აღნიშნავდა იაგო მელია.

იაგო ხვიჩიას განცხადება იმის შესახებ, რომ მოეჩვენა, თითქოს ნიკა მელია ემუქრებოდა, სერიოზულად არავის აღუქვამს, მით უმეტეს ოპოზიციაში. ნიკა მელიას "შესაძლო მუქარისაგან" შეშინებული იაგო ხვიჩიას ეჭვები არც მის თანაპარტიელებს გაუზიარებიათ. უფრო მეტიც, "გირჩის" წევრის ეს განცხადება თავიდანვე ქილიკისა და გართობის თემად იქცა.

25 იანვარსვე, საღამოს იაგო ხვიჩიას შიშნარევ განცხადებას ხუმრობით უპასუხა თვით ნიკა მელიამ. კერძოდ, ამ უკანასკნელმა თავის "ფეისბუქ" გვერდზე დადო შეიარაღებული იაგო ხვიჩიას ფოტო-შარჟი წარწერით: "Foxcatcher" ("მელიას დამჭერი").

imageFoxcatcher




ნიკა მელიას აქტიურობა ამით არ შემოფარგლულა. მან იაგო ხვიჩიას საქმე "გაუმარტივა", "გირჩის" წევრს პარლამენტისათვის ლოდინი არ მოუწევს იარაღის ტარების ნებართვის მისაღებად. ნიკა მელიამ "ტვ პირველზე", ინგა გრიგოლიას "რეაქციის" ეთერში იაგო ხვიჩიას სათამაშო პისტოლეტი აჩუქა.

image

ეს ჟესტი შეიძლება, შერიგების ნიშნადაც აღვიქვათ და 25 იანვრის შარჟის გაგრძელებადაც, ერთგვარ ქილიკად.

"ხელცარიელი არ მოვსულვარ. საჩუქარი მოვუტანე იაგოს", - განაცხადა ნიკა მელიამ ინგა გრიგოლიას გადაცემაში. ეს ნიშნავს, რომ იაგო ხვიჩიას შიშების სერიას "ჰეპი ენდი" (კეთილი დასასრული) აქვს.

0
17
შეფასება არ არის
ავტორი:ლანა92
ლანა92
17
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0