x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
როგორ იცვლებოდა ქალის თეთრეულის მოდა 100 წლის განმავლობაში

image


ინტიმური თეთრეული მშვენიერი სქესის წარმომადგენელთა გარდერობის განუყოფელი ნაწილია, რომელზეც როგორც წესი, მოდის ცვლილებები ყველაზე მეტად აისახება. ბოლო 100 წლის განმავლობაში ყველა ქალისთვის, და არა მხოლოდ მათთვის, ამ მნიშვნელოვანმა ატრიბუტმა იმდენი სახეცვლილება განიცადა, რომ 1940-იანი წლების ფოტოსურათების თვალიერებისას ძნელი დასაჯერებელია, რომ ქალებს მსგავსი სახის თეთრეულის ტარება უწევდათ. მაშ ასე, მოდით ვნახოთ თუ რა ტრანსფორმაცია განიცადა ბოლო 100 წლის განმავლობაში ქალის საცვალმა.




1. საყვარელი კაბები (1910-1920 წწ. )


დღესდღეობით, ასეთი საცვლების ნახვა ქუჩებში სულ უფრო ხშირად არის შესაძლებელი, თუმცა მოდური კაბის სახით.


image


2. კომფორტული შორტები (1920-1930 წწ.)


კაბა მაღალ შორტად და მოგრძო ბიუსტჰალტერად გარდაიქმნა, რომელიც სხეულის ფორმებს წარმატებით უსვამდა ხაზს.


image


3. ბიუსტჰალტერის განვითარება (1930-იანი წლები)


ამ წლებში დიზაინერებმა პრაქტიკული საცვლების გაუმჯობესება დაიწყეს, ვინაიდან კორსეტის ტარება ქალებისთვის დიდ დისკომფორტს წარმოადგენდა.


image


4. ბიუსტჰალტერის მოდერნიზაცია (1930-1940 წწ. )


ამ წლებში არაერთი მნიშვნელოვანი სიახლე მოხდა - გაჩნდა ლითონის დეტალებით გაწყობილი ბიუსჰალტერები, სქელი ქსოვილისგან დამზადებული კონუსის ფორმის აზღუდები, და პირველად, მაღაზიის დახლებზე უბრიტელო ლიფებიც გამოჩნდა.


image


5. ქსოვილების მრავალფეროვნება (1950-1960 წწ.)


მერლინ მონროს სექსუალობამ დიზაინერები შთააგონა ექსპერიმენტები არა მხოლოდ ფორმაზე, არამედ მასალაზეც ჩაეტერებინათ, ასე გაჩნდა პირველი მაქმანის, შიფონისა და ატლასის კომპლექტები.



image


6. კეკლუცობის დრო (1960-იანი წლები)


60-იანი წლების ქალის თეთრეული განსაკუთრებული რომანტიკულობითა და სითამამით გამოირჩეოდა.


image


7. მაქმანებიანი კომპლექტები (1970-იანი წლები)


70-იანი წლების თეთრეული სიმსუბუქითა და სიმარტივით ხასიათდებოდა, რომლის ერთადერთ დეკორსაც მაქმანები წარმოადგენდა.


image


8. თეძოს ხაზი (1980-1990 წწ.)


ამ წლებში ძირითად ტრენდად თეძოები იქცა, რომლებსაც ქალები ხაზს შესაბამისი საცვლების საშუალებით უსვამდნენ. მშვენიერი სქესის წარმომადგენლებს არც მკვეთრი ფერებით ექსპერიმენტების ჩატარება აშინებდა.


image


9. ხაზგასმული სექსუალობა (1990-იანი წლები)


90-იანი წლები სექსუალობისა და სითამამის ბუმად იქცა, თუმცა ამავე დროს ეს ყველაფერი ძალიან ელეგანტურად გამოიყურებოდა, ყოველგვარი ვულგარულობის გარეშე.

image


10. სირცხვილის გარეშე (2000-იანი წლები)


გახსოვთ ეს საშინელი დრო?


image


11. საზღვრების წაშლა (2010-იანი წლები)


დღესღეობით, ქუჩაში ასე გასვლა სრულიად ნორმალურად ითვლება, ასე რომ ზღვარი სამოსსა და საცვლებს შორის თითქმის სრულიად წაშლილია.


image


საზღვრები ფიგურასთან მიმართებაშიც იშლება, პლუს ზომის გოგონები ახლა მოდაში ისე არიან, როგორც არასდროს!


image





0
171
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
171