x
image
ლანა92
ზარმაცი ხაჭაპური მწვანილით - მის მოსამზადებლად სულ რაღაც 15 წუთი დაგჭირდებათ
image




საჭირო პროდუქტები:


მაგარი ყველი - 200 გრამი;

მწვანე ხახვი - 2 ღერო;


არაჟანი - 200 გრამი;

კვერცხი - 2 ცალი;

ფქვილი - 4-5 სუფრის კოვზი;

სოდა - 0. 5 ჩაის კოვზი;

მარილი - გემოვნებით;

მცენარეული ზეთი - გამოსაცხობად;



მომზადება:

ყველი გახეხეთ.

მწვანე ხახვი წვრილად დაჭერით.

გახეხილ ყველს დაახალეთ 2 კვერცხი, დაუმატეთ არაჟანი და მწვანე ხახვი. კარგად ათქვიფეთ.

დაამატეთ სოდა, მარილი და კარგად მოურიეთ.

ნაწილ-ნაწილ დააყარეთ ფქვილი მასას და ზილეთ, რათა მიიღოთ ცომი.

გაცხელებულ ტაფაზე, რომელზეც ასხია მცენარეული ზეთი, დადეთ ყველიანი ცომი, გააბრტყელეთ.

გამოაცხვეთ ყველიანი ფირფიტები ღუმელში საშუალო ცეცხლზე, ერთ მხარეს 4-5 წუთის განმავლობაში და რამდენიმე წუთი მეორე მხარესაც.

ზარმაცი ხაჭაპურები მზადაა. გემრიელად მიირთვით!



0
145
შეფასება არ არის
ავტორი:ლანა92
ლანა92
145
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0