ცომეული "ზარმაცი პელმენები" მწვანილით - არც ცომის ზელა დაგჭირდებათ და არც ფორმის გამოძერწვა 2021, 13 თებერვალი, 15:24 საჭირო პროდუქტები: ხორცის ფარში - 200 გრამი; კვერცხი - 3 ცალი; წყალი - 110 მლ.; ხორბლის ფქვილი - 200 გრამი; მარილი - 1/2 ჩაის კოვზი ცომისათვის + ხარშვისათვის; შავი წიწაკა - გემოვნებით; დაფნის ფოთოლი - 2-3 ცალი; კარაქი; არაჟანი; ახალი მწვანილი; მომზადება: კვერცხი ათქვიფეთ, დაამატეთ წყალი, მარილი და კარგად ათქვიფეთ. შემდგომ ჩაყარეთ ფქვილი და ურიეთ, სანამ სქელ ცომს მიიღებთ. შესქელებულ ცომში (არაჟნის სისქის) ჩაყარეთ ხორცის ფარში, მოაყარეთ მასას წიწაკა გემოვნებით. ისევ კარგად ათქვიფეთ. უნდა მიიღოთ რაც შეიძლება სქელი მასა. ქვაბში დაახლოებით 2 ლიტრი წყალი ჩაასხით, დაუმატეთ მარილი და დაფნის ფოთლები, აადუღეთ. ხორციანი ცომი დაყავით კოვზით და ჩაყარეთ ცხელ წყალში. პირველად პელმენები მალევე ჩაიყრება ქვევით. ამიტომ ურიეთ პერიოდულად, რათა ქვაბის ძირმა არ მიიკრას. წყნარი დუღილით ხარშეთ პელმენები 8-10 წუთის განმავლობაში, ზედაპირზე ამოტივტივების მომენტიდან. ამოიღეთ თუშფალანგა (საწურ-საფილტრავი) კოვზით მზა პელმენები ნაზად, რათა წყლისაგან გამოიწუროს. ზარმაც პელმენებს ვანაწილებთ თეფშზე და დაუყოვნებლივ მივირთმევთ. პელმენები რომ ერთმანეთს არ მიეკრას, კარაქის ცხიმი წაუსვით. გაფორმებისა და გემოსათვის, შეგიძლიათ, ზარმაც პელმენებს მოასხათ არაჟანი და მოაყაროთ მწვანილი. 77 შეფასება არ არის
|