საქართველო პიპინია ერისთავმა რომ პორტარტურიდან საკუთარ ცხენს გამოასწრო, ასეც არ იყო საქმე. ოთხი ქართველი ვაჟკაცის ამბავი 2021, 31 იანვარი, 17:53
რუსეთის იმპერიის არმიის პოლკოვნიკმა, პიპინია ერისთავმა რომ პორტარტურიდან საკუთარ ცხენს გამოასწრო, მთლად ასეც კი არ იყო საქმე?!
ქუჩიდან მოტყუებით აყვანილი და რუსეთ-იპონიის ომში წასხმული, სხვის ომში უაზროდ ჩახოცილი ხევსური ბიჭები: დათვია ალუდაური, ხირჩლა ცისკარაული აპარეკა ქიბიშაური. მხოლლოდ დაჭრილი ბეჟიტა ქერაული (ფოტოზე მარცხნივ დგას) გადაურჩა სიკვდილს, რომელიც ბოლოს ტყვეში გაცვლით დაბრუნდა საქართველოში. იაპონელი პოლკოვნიკი ჰარაგუჩი მემუარებში წერდა: "კოშკის ბოლო სართულზე ჩემი ჯარისკაცები ჩასაფრებულ მეციხოვნეებს გადააწყდნენ და ფიცხელი ბრძოლა გაუმართეს. მე თვითონ ფარიკაობის ტრფიალად ვთვლი თავს და ბევრი ოსტატის ტექნიკას კარგად ვიცნობ, მაგრამ ისეთი ილეთები, როგორსაც ის მეციხოვნენი იყენებდნენ, არსად მენახა: ისინი იბრძოდნენ დინჯად, ყურადღებით ადევნებდნენ თვალს მოწინააღმდეგეებს და თანაც ყველა ხელსაყრელ მომენტს იყენებდნენ, რათა ამ უკანასკნელებისთვის სასიკვდილო დარტყმები მიეყენებინათ. ისინი ნამდვილი ვაჟკაცები იყვნენ და ამიტომ დღესაც კი, როცა ამ სიტყვებს ვწერ, სევდა მიპყრობს, რომ ბედმა მათთან მტრობა მარგუნა და არა მეგობრობა. მერე ისიც გამოვარკვიე, რომ ეს საოცარი მებრძოლები კავკასიიდან იყვნენ". ვინ, ვინ და იაპონელებმა ნამდვილად იციან ვაჟკაცობის ფასი! 367 3-ს მოსწონს
|