ფსიქოლოგია გარეგნობით ნაკლებად მომხიბლავი ქალი, რომლის სიყვარულმაც თავგზა აურია ფსიქოლოგიის მამებს და უძლიერეს მწერალს 2021, 29 იანვარი, 2:18 ლუ სალომე - ფსიქოანალიტიკოსი, რამდენიმე ცნობილი, ფსიქოლოგის, მწერლის და პოეტის საოცნებო ქალი... ფროიდის, რილკეს, ნიცშეს... გარეგნობით დიდი ვერაფერი, მაგრამ ფრიდრიხ ნიცშე წერდა, რომ ლუ იყო ყველაზე ჭკვიანი იმ ადამიანთა შორის, ვისაც კი ოდესმე შეხვედრია. მაგრამ ჭკუას ლუ სალომესთვის, გატეხილი გულების გარდა, არაფერი მოუტანია. მას არ აინტერესებდა მამაკაცებთან ფიზიკური სიახლოვე, არავის იწვევდა, პირიქით, განერიდებოდა კიდეც... სულიერი სრულყოფილებისკენ სწრაფვით იყო მოცული, აინტერესებდა ფილოსოფია, ლიტერატურა, ბოლოს კი - ფსიქოანალიზი. "ის ბასრია, როგორც არწივი, ძლიერია, როგორც ლომი... თუმცა, ამავდროულად, ქალური ბავშვია", - წერდა ნიცშე. როგორც მეცნიერები აღნიშნავენ, ზარატუსტრას წერისას ნიცშეს თვალწინ ედგა ლუ. ლუ სალომეს სჯეროდა ქალსა და მამაკაცს შორის აბსოლუტურად სუფთა მეგობრობის და ასეთი ურთიერთობა ჰქონდა ნიცშესთან, პაულ რეესთან, რილკესთან ... ეს ნიცშეს წერილია ბავშვობის მეგობრისადმი: " ძვირფასო მეგობარო, ჩვენთვის იქნება ბედნიერება უპირობოდ, თუ თქვენ ჩვენს ურთიერთობას არ დაარქმევთ რომანს. ჩვენ ვართ მეგობარი წყვილი, ხოლო ამ გოგოს, ისევე როგორც ნდობას, ვთვლი წმინდათაწმინდა მოვლენად" წარმოგიდგენიათ, რომ ნიცშემ ლუს ამ წერილის შემდეგ ორჯერ სთხოვა ხელი, რაზეც ორთავ ჯერზე კატეგორიული უარი მიიღო?! უარის შემდეგ დააკვირდით ნიცშეს ბოლო წერილს, ახლა უკვე ლუსთვის მიწერილს: " თუ მე გშორდები, მხოლოდ და მხოლოდ შენი საშინელი ხასიათის გამო... შენ არა მარტო მე მატკინე, არამედ ყველას, ვისაც ვუყვარვარ. მე არ შემიქმნია სამყარო, მე არ შემიქმნია ლუ. მე რომ შმექმენი, მოგცემდი უფრო მეტ ჯანმრთელობას და იმას, რაც ჯანმრთელობაზეც ძვირფასია - ცოტაოდენ სიყვარულს ჩემდამი" 27 3-ს მოსწონს
|