საზოგადოება 25 იანვრიდან გაზეთ "კვირის პალიტრასთან“ ერთად "დიდი ვიზუალური ენციკლოპედიის“ მეხუთე ტომი გამოვა 2021, 22 იანვარი, 20:03 25 იანვრიდან გაზეთ "კვირის პალიტრასთან“ ერთად "დიდი ვიზუალური ენციკლოპედიის“ მეხუთე ტომის შეძენა იქნება შესაძლებელი. წიგნის სპეციალური ფასია 10 ლარი, გაზეთთან ერთად - 11.50. შეგახსენებთ, რომ „დიდი ვიზუალური ენციკლოპედია“ გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ პროექტია, რომელიც 7 ტომში ადამიანის ცხოვრების თითქმის ყველა სფეროს აერთიანებს. უკვე გამოიცა ენციკლოპედიის ოთხი ტომი, 25 იანვრიდან კი მკითხველს მეხუთე ტომის შეძენა შეეძლება. „დიდი ვიზუალური ენციკლოპედიის“ მეხუთე ტომი ოთხ ძირითად თემას აერთიანებს, ესენია:
აქედან გამომდინარე, უკვე ნათელია, რომ მეცნიერების სხვადასხვა დისციპლინით დაინტერესებული ადამიანებისთვის ენციკლოპედიის ეს ტომი განსაკუთრებულად ძვირფასი შენაძენი იქნება. ადამიანი დაივიწყეთ ყველაფერი, რაც კი მხატვრულ ლიტერატურაში ადამიანის შესახებ წაგიკითხავთ, რადგან ენციკლოპედიის ამ თავში მხოლოდ მეცნიერულად დამტკიცებულ და დეტალურად აღწერილ ინფორმაციას გაეცნობით. რას უკავშირდება ადამიანის - ჩვენი პლანეტის ყველაზე მაღალგანვითარებული სახეობის - გაჩენა, განვითარების რა საფეხურები გაიარა მან და როგორ იცვლებოდა ათასწლეულების განმავლობაში მისი სხეულის აგებულება... დაწვრილებით გაეცნობით ანატომიას, გაიგებთ ყველა ძვლის დასახელებას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მრავალფეროვანი ილუსტრაციები ამ ყველაფრის კარგად გაგებასა და დამახსოვრებაში დაგეხმარებათ. ასტრონომია ადამიანი უხსოვარი დროიდან იყო დაინტერესებული სამყაროს შეცნობის სურვილით. იგი ხვდებოდა, რომ სამყარო გაცილებით დიდი იყო, ვიდრე ადგილი, სადაც ცხოვრობდა. ცაში ყურებამ და მისი შესწავლის სურვილმა ჯერ კიდევ მანამ გააჩინა თეორიული ნაშრომები კოსმოსის შესახებ, ვიდრე ადამიანი დედამიწას გასცდებოდა, მთვარეზე ფეხს დადგამდა თუ მარსზე ცივილიზაციის დაარსებას განიზრახავდა. ამდენად, ენციკლოპედიის ამ თავში წაიკითხავთ ყველა საჭირო ინფორმაციას ასტრონომიის შესახებ - მეცნიერების, რომელიც ციური სხეულების მდებარეობას, მოძრაობასა და აგებულებას სწავლობს. აღსანიშნავია, რომ ორენოვანი (ქართულ-ინგლისური) ტერმინოლოგია როგორც მოყვარულ, ასევე ამ სფეროს სპეციალისტებს სამომავლო კვლევისთვისაც გამოადგებათ. ასეთივე საინტერესო, უტყუარი ინფორმაციითა და მრავალფეროვანი ილუსტრაციებით არის შევსებული ენციკლოპედიის ამ ტომის დანარჩენი ორი თემა: ენერგია და მეცნიერება. მკითხველს განსაკუთრებით დააინტერესებს, თუ როგორ არის შესაძლებელი მზისა და ქარისგან, ასევე სხვადასხვა ნედლეულისგან, იმ ოდენობის ენერგიის მიღება, რომ სხვადასხვა სამუშაოს შესრულებისთვის საკმარისი აღმოჩნდეს. შეგახსენებთ, „დიდი ვიზუალური“ ენციკლოპედია 7 ტომად გამოიცემა და თვეში ერთხელ გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად გამოდის. წიგნის სპეციალური ფასია 10 ლარი, გაზეთთან ერთად - 11, 50. გამომცემლობა„პალიტრა L“-ის წიგნები იყიდება მთელი საქართველოს მასშტაბით, „ბიბლუსის“ მაღაზიებში, ქსელურ მარკეტებსა და პრესის გავრცელების წერტილებში: "მაგნიტი", "ნიკორა", "დეილი", "ეკონომიქსი", "სპარი", "ფრესკო" და სხვა. კონკრეტული მისამართები იხილეთ ბმულზე<<< გამოწერის შემთხვევაში მიმართეთ elva.ge -ს ქოლ-ცენტრს: 595033616 10 შეფასება არ არის
|