x
image
klopka
ნორმალურია ინტერნეტით მეგობრობა?
imageროგორ გირჩევნია ურთიერთობა?
პირისპირ, ტელეფონით თუ ინტერნეტით
ყველაზე მეტად ვისთან გიადვილდება საუბარი?
კლასელებთან თუ ოჯახის წევრებთან
სად გრძნობ თავს ყველაზე თავისუფლად?
სკოლაში თუ სახლში

ყურადღება მიაქციე პირველ კითხვაზე გაცემულ შენს პასუხს. თუ ინტერნეტით ამჯობინებ ურთიერთობას, ნამდვილად არა ხარ გამონაკლისი. ინტერნეტით ბევრი ახალგაზრდა იწყებს მეგობრობას. ნინი ამბობს: „მარტო ის რად ღირს, რომ მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან გაიცნობ მათ, ვისაც სხვაგვარად ვერასდროს შეხვდებოდი“. 19 წლის ტამი კიდევ ერთ მიმზიდველ მხარეზე საუბრობს: „უშუალოდ ურთიერთობისას ვიღაცას არ მოეწონები და მორჩა, ვეღარაფერს გააკეთებ. ინტერნეტში კი ეს პრობლემა არა გაქვს“.
ახლა მეორე და მესამე კითხვის პასუხები ნახე. ნუ გაიკვირვებ, თუ კლასელებთან უფრო მოგწონს ურთიერთობა ვიდრე ოჯახის წევრებთან. გიორგი ამბობს: „სკოლაში უფრო ადვილად ნახულობ მათ, ვისთანაც ბევრი გაქვს საერთო და უფრო თავისუფლად გრძნობ თავს“.
ასე რომ, ბევრისთვის კლასელებთან ინტერნეტით ურთიერთობა საუკეთესო ვარიანტია. ამან ერთ დროს ტამიც გაიტაცა. ის გვიყვება: „ჩემი კლასელებიდან ყველა ჩეთაობდა და არ მინდოდა, მათ ჩამოვრჩენილიყავი“. ნატალიმ, რომელიც 20 წლისაა, მეგობრებთან ურთიერთობისთვის ვებ-გვერდიც კი გახსნა. ის ამბობს: „ტექნიკა წინ მიდის. ურთიერთობის ახალი საშუალებები ჩნდება. ერთ-ერთი ინტერნეტია და მე ეს მომწონს“.


საფრთხე


არავინ უარყოფს, რომ ბევრისთვის ინტერნეტით ურთიერთობა უფრო ადვილია. „ამ დროს უფრო თავისუფლად გრძნობ თავს“, — ამბობს ნატალი. ტამისაც იგივე აზრი აქვს: „თუ მორცხვი ხარ, ჩეთი მისწრებაა, რადგან საუბრისას არ იბნევი“.
მაგრამ არსებობს საფრთხეც და ამის იგნორირება სწორი არ იქნება. ივლი თვალებახვეული სახიფათო ადგილებში? მაშ, რატომ უნდა დახუჭო თვალი იმ საფრთხეზე, რაც ინტერნეტით ურთიერთობაში იმალება.
ვიმსჯელოთ, თუ რა საფრთხე შეიძლება იყოს ეს. ერთ დროს ელენეს მოსწონდა უცხოებთან ვირტუალური ურთიერთობა. დღეს ის ამბობს: «ძალიან ადვილად გადაეყრები ისეთებს, რომლებიც რამდენიმე წუთში უკვე ბინძურ სიტყვებზე გადადიან ან გეკითხებიან: „ქალიშვილი ხარ? ორალურ სექსთან როგორ ხარ?“. ზოგი კიბერსექსსაც გთავაზობს [იგულისხმება ინტერნეტით უხამსი საუბრები სექსუალური სიამოვნების მიღების მიზნით]».
სიფრთხილე მაშინაც გმართებს, თუ ინტერნეტით სანდო მეგობართან გაქვს ურთიერთობა. ჯოანი ამბობს: „შეიძლება საათობით გაგიგრძელდეს საუბარი საპირისპირო სქესის ადამიანთან, რომელსაც უბრალოდ მეგობრად თვლი. და რაც უფრო დიდ დროს უთმობ ამას, უფრო უახლოვდებით ერთმანეთს და ადვილად გადადიხართ ძალიან პირადულ საკითხებზე“.


თვალთმაქცები, რომლებიც ნამდვილ სახეს მალავენ





ლინი კიდევ ერთ პრობლემაზე საუბრობს: „ინტერნეტით რეგულარულად ვესაუბრებოდი ერთ ბიჭს . ცოტა ხანში უკვე სიყვარულს ვუმტკიცებდით ერთმანეთს. როცა მშობლები შემოდიოდნენ, ვასწრებდი გვერდის ჩაკეცვას. ამიტომ ვერაფერს ხვდებოდნენ. რას იფიქრებდნენ, რომ მათი 13 წლის გოგო სასიყვარულო წერილებს სწერდა 14 წლის ბიჭს“.


თავი საფრთხეში რომ არ ჩაიგდო


ფაქტია, რომ ინტერნეტით ურთიერთობა ზოგჯერ საჭიროა. მაგალითად, ბევრი ასე უკავშირდება მეგობრებს. თუ შენც სარგებლობ ინტერნეტით, რის გაკეთება შეგიძლია უსაფრთხოების მიზნით? გადახედე შემდეგ რჩევებს.
● აკონტროლე, თუ რამდენ დროს უთმობ ინტერნეტს. ნუ შესწირავ მას უფრო მნიშვნელოვანი საქმეებისთვის და ძილისთვის საჭირო დროს. „ზოგი სკოლაში ამბობს ხოლმე, რომ ღამის სამ საათამდე უზის ინტერნეტს“, — ამბობს ლევანი
● მხოლოდ მათთან გქონდეს ურთიერთობა, ვისაც იცნობ ან ვისი ვინაობის შემოწმებაც შეგიძლია. ზნეობრივად გახრწნილი ადამიანები ხშირად ინტერნეტით ცდილობენ გამოუცდელი ახალგაზრდების გამოჭერას .
● განსაკუთრებით იფრთხილე, როცა ინტერნეტს საქმიანი მიზნებისთვის იყენებ. ნუ გასცემ პირად მონაცემებს. თუ არ იფრთხილებ, შეიძლება ვინმემ ბოროტად ისარგებლოს ამ ინფორმაციით .
● დროულად შეწყვიტე საუბარი, თუ შეუფერებელ თემებზე გადადის, როგორც ამას პირისპირ ურთიერთობისას გააკეთებდი.
● ყოველთვის გულწრფელი იყავი, როცა ინტერნეტით სარგებლობ. თუ რამეს უმალავ მშობლებს, ეს უკვე პრობლემაა. „მამაჩემს არაფერს ვუმალავ. ყოველთვის ვაჩვენებ, რას ვაკეთებ ინტერნეტში“, — ამბობს ნიკა.


„ხვდები, რომ ლოდინი ღირდა“


სავსებით ნორმალურია იმის სურვილი, რომ გყავდეს მეგობრები. ადამიანებს გვსიამოვნებს სხვებთან ურთიერთობა. მთავარია, გონივრულად აირჩიო მეგობრები.
კარგ მეგობრებს აუცილებლად იპოვი. ერთი 15 წლის გოგო ამბობს: „ისეთი მეგობრები უნდა ეძებო, რომლებიც შეგიყვარებენ. ეს ადვილი არ არის, მაგრამ როცა პოულობ, ხვდები, რომ ლოდინი ღირდა“.

რჩევა


როცა ინტერნეტში ხარ, დრო სწრაფად გარბის. ამიტომ წინასწარ განსაზღვრე, რამდენ დროს დაუთმობ ინტერნეტს. დადგენილ დროს რომ არ გადააცილო, შეგიძლია ზარი დააყენო.
იცოდი, რომ . . .?
შენი გვარი, სკოლის ნომერი და ტელეფონი საკმარისია იმისათვის, რომ ინტერნეტით გაცნობილმა არაკეთილსინდისიერმა ადამიანმა მოგძებნოს.

7
51
7-ს მოსწონს
ავტორი:klopka
klopka
51
  
2012, 16 ოქტომბერი, 18:37
მადლობა
2012, 16 ოქტომბერი, 18:24
კარგი ნამუშევარია საღოლ. :) +1000-შენ.
2012, 7 სექტემბერი, 22:11
++++++++++++
2012, 2 სექტემბერი, 21:01
+10000000000000000000000000000000
2012, 29 აგვისტო, 17:08
+10000000000000000000000000000000000000000000
2012, 29 აგვისტო, 12:32
გაიხარე
2012, 29 აგვისტო, 12:29
+++++++++++++++++++++
0 1 7