x
image
natia.a
"დაანებეთ თავი ამ „მახინჯ მოდას“" - ექიმი D ვიტამინის მიღების შესახებ გვაფრთხილებს
image

ბოლო დროს, პანდემიის პირობებში, განსაკუთრებით აქტუალური გახდა პროფილაქტიკის მიზნით D ვიტამინის მიღება. ბევრი ამას თვითნებურად აკეთებს, ყოველგვარი დოზირების დაცვის გარეშე. სწორედ ამ ფაქტს ეხმაურება ექიმი დერმატოლოგი, ზაზა თელია სოციალურ ქსელში და საზოგადოებას აფრთხილებს რომ D ვიტამინი საპროფილაქტიკო მიზნით არ გამოიყენონ.



„პაციენტი – ახალგაზრდა ქალმა ოჯახის ექიმის დანიშნულებით 2-ჯერ მიიღო D ვიტამინი „საპროფილაქტიკოდ“ – 50 000 IU (ერთეული), ანალიზი გარეშე, ამ პერიოდში წაგადგებაო... (მამონტის დოზა, დღიური მისაღები ნორმაა 600-800IU)

პაციენტს დაეწყო მწვავე ურტიკარია (ჭინჭრის ციება)


რა უნდა ვთქვა უკვე აღარ ვიცი, ეს ვერანაირ კრიტიკას ვეღარ უძლებს.

კიდევ ერთხელ!

D ვიტამინი საპროფილაქტიკო მიზნით არ ინიშნება, მხოლოდდამხოლოდ 2 წლამდეა მისი მიღება რეკომენდებული რაქიტის პრევენციის მიზნით.

არ არსებობს რეკომენდაცია დაფუძნებული მაღალი ხარისხის სამეცნიერო მტკიცებულებებზე, რომ D ვიტამინი უნდა დაინიშნოს პროფილაქტიკის მიზნით თუ ლაბორატორიულად არ არის დადასტურებული მისი ნაკლებობა (>20ნგ/მლ – ნორმა).

დაანებეთ თავი ამ „მახინჯ მოდას“, ამით პაციენტს სარგებელი არ ექნება და პოტენციურად შეიძლება ავნოთ.

D ვიტამინის მოჭარბებამ ორგანიზმში შეიძლება გამოიწვიოს – ტოქსიკოზი, ურტიკარია, ჰიპერკალცემია, თირკმელებში კენჭები, სისხლძარღვებში კალციფიკატები, კუნთების ტკივილი, დაღლილობა და ასე შემდეგ“, - წერს ექიმი ზაზა თელია და საკუთარ პოსტს ფოტოსურათებსაც ურთავს.

image

imageimageimageimage

ასევე დაგაინტერესებთ:

"ეს სასიკვდილო საფრთხეს წარმოადგენს..." - რის შესახებ გვაფრთხილებს ცნობილი ექიმიimage


ალბინოსთა შემზარავი ხვედრი - ვინ არიან ისინი და რატომ ნადირობენ მათზეimage


რატომ არასოდეს სუქდებიან იაპონელი ქალები - საიდუმლოს ფარდა აეხადა!image

რატომ უნდა მივაყოლოთ ყველანაირ ყავას წყალი - ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ!

image

5 რამ, რისი გაკეთებაც არ შეიძლება გრიპისა და გაციები დროს - ნუ დაუშვებთ ამ შეცდომებს!

image

0
1127
9-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
1127
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0