x
image
მანჩო 777
ინტრიგა ცნობილ ფილმებში-ეპოქისათვის შეუფერებელი სამსახიობო კოსტიუმები
ცნობილ ფილმებში ხშირდა გვინახავს კოსტიუმები, რომლებიც აბსოლუტურად შეუფერებელია იმ ეპოქისათვის, რომელშიც ხდება მოქმედება. ხშირ შემთხვევაში ფილმის შემქმნელები ამ შეცდომებს გამიზნულად უშვებენ, რათა ნაწარმოებს მეტი გამომხატველობა მისცენ და გახადონ ის სანახაობრივად საინტერესო, რადგან ამა თუ იმ ეპოქასთან შესაბამისობის გამოისობით კოსტიუმებმა ხაზი უნდა გაუსვას მსახიობების ღირსებას, უნდა ასახოს ფილმის ზოგადი კონცეფცია და თანამედროვე მაყურებლისათვის გახდეს გასაგები და მისაღები. თუკი გადამღები ჯგუფი და ფილმის მხატვარი წარმატებით გაართმევს თავს ამ ამოცანას, კინოფილმს წარმატება გარანტირებული აქვს.



image


მაშ ასე, გავიხსენოთ რამდენიმე ცნობილი ფილმი, რომლებიც გვიჩვენებს, თუ როგორ დაეხმარა კოსტიუმების თანამედროვე სტილიზაცია ფილმის ავტორებს შეექმნათ ნამდვილი შედევრები და დაეპყროთ მილიონობით მაყურებლის გული.


''ოქროს საუკუნე''



image

ფილმის შემქმნელებმა დაუშვეს მთელი რიგი ისტორიული უზუსტობანი: ელისაბედ I მდიდრული მაქმანების, ძვირფასი ქვების და დახვეწილი ნაქარგების დიდი მოტრფიალე გახლდათ. იმისათვის, რომ ამ სილამაზეების დემონსტრირებას სიუჟეტიდან მაყურებლის მოწყვეტა არ გამოეწვია, კოსტიუმების მხატვრებმა სამოსის დეკორი მინიმუმადე დაიყვანეს, ხოლო იმისათვის, რომ დედოფლის ფიგურა სხვა გმირებისაგან გამორჩეული გაეხადათ, ყურადღება იქნა გამახვილებული კოსტიუმების ფაქტურასა და ფერზე, რის შედეგადაც მეფე-დედოფალი ეკრნზე წარმოგვიდგა ლამაზ ფერად კაბებში და არა იმ ეპოქისათვის ცნობილ მიმქრალი ფერის სამოსში.

კიდევ ერთი შენიშვნა: დედოფლის კაბას მოაშორეს ფარტინგეილი-ფართო ბრტყელი კარკასი, რომელიც კაბის ქვეშ იცმებოდა და მას აძლევდა გადაბრუნებული ღვინის ბოკალის ფორმას. ფილმში ქეით ბლანშეტის გმირის სილუეტი მსუბუქია და ნაზი, იმ დროისათვის დამახასიათებელი გოფრირებული სამხრეების გარეშე. მიუხედავად ისტორიული კოსტიუმების ასეთი თავისუფალი ინტერპრეტაციისა, ფილმის ავტორებმა შექმნეს დედოფლის ბრწყინვალე სახე და სამართლიანად მიიღეს ოსკარი საუკეთესო კოსტიუმებისათვის.


image


''დიდი გეტსბი''


image

ფილმში გამოყენბებული მამაკაცის კოსტიუმები საკმაოდ აუთენტურია, აი ქალის ტანსაცმელმა კი ცნობილი დიზაინერის მიუჩი პრადას მსუბუქი ხელის წყალობით განიცადა მნიშვნელოვანი ცვლილება: 20-იანი წლებისათვის დამახასიათებელი სწორი სილუეტების, წელში გამოუყვანელი კაბების ნაცვლად მაყურებელმა ეკრანზე ნახა ტანზე მომდგარი კაბები, V-ს მაგვარი დეკოლტე და დახურული ზურგი. კოსტიუმერებმა თავიანთ ფანტაზიას გასაქანი მისცეს აგრეთვე აქსესუარების შერჩევაში: ქალ გმირებს ჩააცვეს გამჭვირვალე კოლგოტები და წვრილქუსლიანი ფეხსააცმელები. ამ ინტერპრეტაციების წყალობით ფილმი უინტერესი სულაც არ გამხდარა, პირიქით-ის საკმაოდ სანახაობრივი და საყურებლად სასიამოვნო გამოვიდა და სურათს გარკვეული შარმიც კი შესძინა.



''კიდევ ერთი ბოლეინების გვარიდან''


image


ამ ფილმის შემქნელებს, ისევე, როგორც "ოქროს საუკუნის" ავტორებს, ფარტინგეილზე უარის თქმა მოუწიათ. მის ნაცვლად კაბებისთვის ჰაეროვნების მისანიჭებლად კრინოლინი გამოიყენეს, რომელიც გაცილებით გვიან შემოვიდა მოდაში.

გარდა ამისა, ფილმის გმირების კოსტიუმების შესაქმენლად გამოიყენეს ტიუდორებისათვის უჩვეული-მწვანე ფერის ქსოვილები. XIX საუკუნემდე მწვანე ფერის მისაღებად ერთმანეთში ურევდნენ ლურჯ და ყვითელ ფერს, რაც არც თუ კარგ შედეგს იძლეოდა. საეჭვოა, რომ ანას ჰქონოდა ფუფუნება თავი მოეწონებინა ხასხასა ზურმუხტისფერი კაბებით, თუმცა სწორედ ეს კოსტიუმი გახდა ფილმის მთავარი ეფექტი.



image



"ორი დედოფალი"


image


ფილმში მოქმედება ხდება XVI საუკუნეში, თუმცა მასში გამოყენებული კოსტიუმების დიდი ნაწილი შეკერილი იქნა ჯინსის (დენიმი) ქსოვილისაგან, რომელმაც მზის შუქი მხოლოდ XIX საუკუნეში ნახა. კოსტიუმების მხატვარ ალექსანდრე ბირნის აზრით, უხეში ჯინსის ქსოვილისაგან შეკერილ კოსტიუმებში პერსონაჟები გაცილებით უფრო მიმზიდველად გამოიყურებოდნენ და მისაღები იყვნენ თანამედროვე მაყურებლისათვის. ეპოქისათვის შეუფერებელმა ქსოვილებმა ელიზაბეტის პერიოდს გარკვეული შემოქმედებითი ხულიგნობა მოუტანა და ფილმმა ნამდვილად მოიგო სასიამოვნო, ხასხასა ფერებით.



''შეყვარებული შექსპირი''


image

ფილმის სიუჟეტი მთლიანად მოგონილია, თუმცა მოქმედება ხდება რეალურ ისტორიულ ეპოქაში და მასში მონაწილეობენ კონკრეტული ადამიანები, მაგრამ იმისათვის, რონ ტანსაცმელს არ შეეზღუდა ფილმის მთავარი გმირების მოძრაობები და მაყურებლის ყურადღება არ ჩამოეშორებინა მთავარი გმირი ქალებიდან, კოსტიუმების მხატვრებმა საგრძნობლად გაამარტივეს აუთენტური ტანსაცმელი და მინიმუმადე დაიყვანეს იმ დროისათვის საკმაოდ პოპულარული და მდიდრული დეკორი. გარკვეული ცვლილებები იქნა შეტანილი მამაკაცების კოსტიუმების დიზაინშიც. ფილმის ავტორებს ეშინოდათ, რომ მაყურებელში სიცილს გამოიწვევდა იმ დროისათვის გავრცელებული მამაკაცის მოტკეცილი შარვლები-ტრიკოები, ამიტომ საჭირომგახდა პანტალონების დაგრძელება. საერთო ჯამში მაყურებელმა ნახა ლამაზად კოსტიუმიზირებული მელოდრამა, რომელსაც შექსპირის ბიოგრაფიასთან საერთო არაფერი აქვს.



image



''პატარა ქალები''


image


ეს ფილმი მოგვითხრობს ისტორიას ოთხ დის შესახებ. მოქმედება ხდება დედოფალ ვიქტორიას მმართველობის დროს, როცა თითოეული ქალის გარდერობის აუცილებელი ნაწილი იყო შაროვარი, ქვედა კაბა, კორსეტი და წელის რგოლი. მაგრამ იმისათვის, რომ უკეთესად გადმოეცათ თითოეული გმირის ხასიათი, მხატვრებმა ბეტისა და ჯოს ტანსაცმელში შეიტანეს გარკვეული ცვლილებები და ამოიღეს იმდროინდელი კაბებისათვის დამახასიათებელი ზოგიერთი ელემენტი. ჯო კორსეტის ნაცვლად აცვია მამაკაცის ჟილეტი, ხოლო ბეტი კრინოლინს სულაც არ ატარებს.



''კლეოპატრა''


image


წელზე მომდგარი კაბები, ბიუსტი, ქუსლიანი ფეხსაცმელი, ბრჭყვიალა მოსართავები, სინთეზური ქსოვილები და ტალღოვანი ვარცხნილობა-დეტალებია, რომლებიც სულაც არ შეფერება კლეოპატრას ეპოქას, თუმცა ეს ეფექტები იმდენად ხშირად გვხვდება ფილმში, რომ ამ სიის გაგრძელება უსასრულოდ შეიძლება. რაც არ უნდა უცნაური იყოს, 60-იანი წლების გლამურმა და ბრწყინვალებამ სულაც არ გააფუჭა კინო. პირიქით- კოსტიუმერების კოლოსალური შრომის შედეგად მაყურებელმა ნახა მონუმენტური სურათი, რომელშიც კლეოპატრამ 38 სხვადასხვა სამოსი მოირგო.



image


''ანა კარენინა''


image


ფილმში მოქმედება ხდება XIX საუკუნის 70-იან წლებში. შესაბამისად, ფილმის გმირებს იმ ეპოქისათვის შესაფერისი სამოსი უნდა ცმოდათ. კერძოდ, ტურნიურიანი კაბები, მორთული მდიდრული მაქმანებით, ბახრამით, ნაოჭებით, ნაკეცებითა და ვოლანებით, თუმცა ფილმის შემქნელებმა უგულვებელყვეს ისტორიული სიანამდვილე და მთავარი გმირებისათვის კოსტიუმების შესაქმნელად იხელმძღვანელეს 1950-იანი წლების haute couture-ის კოლექციით, რომლის მთავარ პრინციპს სილუეტის წარმოჩენა წარმოადგენდა. საერთო ჯამში დეკორით გადატვირთული კაბების მაგივრად მაყურებელმა ნახა შედარებით გამარტივებული, ულამაზესი კრინოლინიანი კაბები.



image


საინტყერესოა, თქვენ რა აზრის ხართ ისტორიული ეპოქის ასეთ გარდასახვაზე და კოსტიუმების ავტორების მდიდარ ფანტაზიაზე? რამდენად ხშირად უყურებთ ისტორიულ ფილმებს და ყურადღებას ამახვილებთ გმირების ჩაცმულობაზე? როგორ ფიქრობთ, ფილმებისათვის მხატვრული ეფექტის მისაღწევად მისაღებია თუ არა ავთენტურობის დარღვევა და ცვლილებების შემოტანა მსახიობების კოსტიუმებში?





1
131
9-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
131
  
0 1 1