შოუბიზნესი შოკი! კირკოროვი ალა პუგაჩოვას კუბოს უმზადებს საჩუქრად 2012, 28 აგვისტო, 9:02 ![]() რუსეთის ესტრადის ვარსკვლავმა, ფილიპ კირკოროვმა, მოუმზადა ორიგინალური საჩუქარი თავის ყოფილ მეუღლეს, რუსეთის ესტრადის დედას, ალა პუგაჩოვას. ფილიპი აპირებს ალას აჩუქოს კუბო, მაგრამ უბრალო კუბო არ გეგეონოთ, იგი დამზადებულია ბროლისგან. ამ სიურპრიზის გაკეთებას ფილიპი აპირებს ყირიმის ფესტივალზე, რომელიც სულ მალე გაიმართება იალტაში. ამბობენ, რომ სპეციალურად ალა პუგაჩოვასთვის გააკეთეს ბროლის კუბო, რათა პრიმადონას მოეწონოს. ფილიპი ამ საჩუქარს მიართმევს ალას სცენაზე, ერთ-ერთი სიმღერის, "«Одна на миллион»"-ის შესრულების დროს. საითკენ უბიძგებს კირკოროვი თავის ყოფილ მეუღლეს, რისი თქმა სურს ამით? ალბათ შენი დრო წასულია და გზა დაგვითმეო. საინტერესოა როგორ მიიღებს ალა ამ საჩუქარს და რა რეაქცია ექნება. მაგრამ როგორც ჩანს ისინი ერთმანეთთან შეთანხმებულნი არიან და ესეც შოუს ნაწილია, თორემ მოულოდნელად რომ ამგვარი სიურპრიზი ვინმეს გაუკეთონ, შეიძლება საჩუქარი მართლაც გამოსაყენებელი გაუხდეს. რას აღარ მოიგონებენ ეს ცნობილი ხალხი, რომ მუდმივად ყურადღების ცენტრში იყვნენ. ეს კი მათი ფოტო, როდესაც სიყვარულის ზენიტში იყვნენ. ![]() 1604 6-ს მოსწონს
|