ამ ტესტით ფსიქოლოგები ამოწმებენ აზროვნების დივერგენტულობას.
ტერმინი "დივერგენცია" ლათინურად განსხვავების პოვნას, გადახრას ნიშნავს. ამ ტერმინს ფართოდ იყენებენ მათემატიკაში, ბიოლოგიაში, მენეჯმენტსა და ენათმეცნიერებაში. ცნება "დივერგენტული აზროვნება" განსხვავებულად აზროვნების უნარს ნიშნავს. ასეთი აზროვნება გამოიყენება ამოცანებისა და პრობლემების შემოქმედებითად, არასტანდარტულად გადაჭრისთვის და ბიზნესსა და კორპორატიულ საქმიანობაში მას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. დივერგენტულობა პირდაპირ უკავშირდება ადამიანის შემოქმედებითი აზროვნების უნარს, მის კრეატიულ შესაძლებლობებს.