საზოგადოება "დავწერთ პეტიციას თმის საღებავების აკრძალვაზე..." 2021, 8 იანვარი, 13:40 ხშირად ჩნდება შეკითხვები იმასთან დაკავშირებით, სახიფათოა თუ არა თმის შეღებვა, განსაკუთრებით ბავშვებში და ორსულ ქალბატონებში, რომელი საღებავია უსაფრთხო, რამდენად ხშირად შეიძლება შეღებვა და ა.შ. თუმცა ბოლო დროს სოციალურ ქსელში გამოჩენილი გვერდი, სახელწოდებით "ქრისტიანი დედები" აღნიშნულ საკითხს უკვე რელიგიურ ჭრილში განიხილავს, აღნიშნავს, რომ თმის ფერის შეცვლა უფლის ნებას ეწინააღმდეგება და ამ მიზეზით თმის შეღებვის აკრძალვის მოწოდებითაც კი გამოდის. უფრო მეტიც, აღნიშნულ ჯგუფში გაერთიანებული მომხმარებლები აცხადებენ, რომ აპირებენ დაწერონ პეტიცია თმის საღებავის აკრძალვაზე: "ქრისტიანო დედებო ბოლო წლებია საქართველოში თმის შეღებვა მოდაში შემოვიდა, ჩვენი შვილები თმებს იღებავენ წითლად, ლურჯად, მწვანედ რაც კატეგორიულად ეწინააღმდეგება ღმერთის ნებას. ღმერთს რომ ასე უნდოდეს, ისედაც დაგვბადებდა ჩვენ წითელ და ლურჯთმიანებად.
ასე რომ ძალიან გთხოვთ, რამდენიმე დღეში დავწერთ პეტიციას თმის საღებავების აკრძალვაზე(გარდა შავი, წაბლისფერი და ყვითელი საღებავისა) და მაქსიმალურად გაავრცელეთ."
ასევე დაგაინტერესებთ:
73 5-ს მოსწონს
|