ტენდენციები როგორ იცვამდნენ თანამედროვე პრინცესები გათხოვებამდე 2021, 6 იანვარი, 15:04 ქორწინების შემდეგ არა მხოლოდ ჩვენი გმირების ცხოვრების წესი, არამედ მათი გარდერობიც რადიკალურად შეიცვალა, მოდით გავიხსენოთ როგორ სტილს ანიჭებდნენ უპირატესობას თანამედროვე პრინცესები, სანამ თავინთ პრინცებს ეტყოდნენ - "კის!".ქეთრინი, კემბრიჯის ჰერცოგინია - 2011 წელს ცოლად გაჰყვა პრინც უილიამსდღესდღეობით, ქეთრინი ნამდვილ "სტილის ხატად" ითვლება. ელეგანტურობა და თავშეკავებულობა ყველაფერში - სწორედ ასე შეგვიძლია დავახასიათოთ ორი სიტყვით კემბრიჯის ჰერცოგინია, თუმცა გოგონას გათხოვებამდე სამოსთან დაკავშირებული ექსპერიმენტები განსაკუთრებით უყვარდა და საზოგადოებაში დისკო - დედოფლის სამოსითაც ხშირად ნახავდით.ლეტიცია, ესპანეთის დედოფალი - 2004 წელს ცოლად გაჰყვა მეფე ფილიპე VIრაც შეეხება ჩვენი სიის ამ წევრის სტილს ქორწინების შემდეგ ის დიდად არ შეცვლილა, ლეტიცია ფილიპესთან შეხვედრამდე ახალი ამბების წამყვანად მუშაობდა, რომლის ჩაცმის სტილიც პროფესიიდან გამომდინარე ყოველთვის თავშეკავებული და სადა იყო.მაქსიმა, ნიდერლანდების დედოფლის კონსორტი - 2002 წელს ცოლად გაჰყვა მეფე ვილემ-ალექსანდრესმაქსიმა, ისევე როგორც ქეთრინი, სამოსთან დაკავშირებულ სკანდალში არაერთხელ გაეხვა, თუმცა გათხოვების შემდეგ გოგონამ საკუთარი გარდერობი რადიკალურად შეცვალა.შარლენი, მონაკოს პრინცესა - 2011 წელს ცოლად გაჰყვა მონაკოს პრინცს - ალბერ IIქორწინებამდე შარლენი პროფესიონალი მოცურავე გახლდათ, რომელიც ოლიმპიურ თამაშებშიც კი მონაწილეობდა. ოფიციალურ მიღებებსა და შეხვედრებზე გოგონა უპირატესობას ყოველთვის მაქსიმალურად თავშეკვებულ სამოსს ანიჭებდა. როგორც ჩანს, შარლენი თავისი სტილის ერთგული ქორწინების შემდეგაც დარჩა. მისი გარდერობი შეიძლება ორი სიტყვით შევაფასოთ - ელეგანტური და სადა.მატილდა, ბელგიის დედოფალი - 1999 წელს ცოლად გაჰყვა ბელგიის მეფე ფილიპესშეიძლება მოგეჩვენოთ, რომ სამეფო ოჯახის ყველა წარმომადგენელს სისადავე და მოკრძალებულობა მოსწონს, მაგრამ ეს ასე სულაც არ არის. მაგალითად, ბელგიის დედოფალი მატილდა პირიქით, უპირატესობას უჩვეულო ფორმებსა და დეტალებს ანიჭებს. ყველაზე საინტერესო კი ის არის რომ ქორწინებამდე ის უფრო თავშეკავებულ, სადა სამოსს არჩევდა.კამილა, კორნუოლის ჰერცოგინია - 2005 წელს ცოლად გაჰყვა უელსის პრინცსს, ჩარლზსკამილა პარკერი სანამ ჩარლზის ცოლი გახდებოდა, მანამდე მოდის ტენდენციებს ყურადღებას საერთოდ არ აქცევდა და ძირითადად, უბრალო, უპრეტენზიო კოსტიუმებს არჩევდა, თუმცა ქორწინების შემდეგ მის გარდერობში სულ უფრო მკვეთრი კაბები გაჩნდა, ხოლო დახვეწილი თავსაბურავები კორნუოლის ჰერცოგინიას იმიჯის მთავარი შემადგენელი ნაწილი გახდა.152 შეფასება არ არის |