x
image
ლანა92
რა ელოდებათ ზოდიაქოს ნიშნებს 2021 წლის იანვარში

image



1. ვერძი


თქვენ გაგიძლიერდებათ მატერიალური სიკეთისაკენ სწრაფვა. ამასთან დაკავშირებით გაიზრდება პროფესიული შესაძლებლობების რეალიზების აუცილებლობა. ახალი იდეები თქვენგან მოითხოვს თამამი გადაწყვეტილებების მიღებასა და მოქნილობას. მზერა მომავლისაკენ უნდა მიმართოთ. ნუ იქნებით წარმატების მცირე დროში მიღწევის ილუზიის შეპყრობილი. ყველაფერი ეტაპ-ეტაპ მოვა.

2. კურო

იანვრის დასაწყისი კუროსაგან მნიშვნელოვან ძალისხმევას მოითხოვს პროფესიულ სფეროში. ეს სულაც არ დაგღლით, სასიამოვნოდ დაიხარჯებით თქვენი მიზნების სასარგებლოდ. თვის მეორე ნახევარში მოგიწევთ ბალანსის დაჭერა კარიერულ მოვალეობებსა და პირად ინტერესებს შორის. შესაძლოა, შეხვდეთ თქვენი ცხოვრების თანამგზავრს.

3.ტყუპები

იანვრის დასაწყისიდან უნდა აიღოთ სერიოზული საქმეები და მსხვილი პროექტები. ვარსკვლავები გწყალობენ. ამასთანავე, გაზრდილი პასუხისმგებლობა მეტ ემოციურობას შეგძენთ. დიდი სურვილი გექნებათ საპირისპირო სქესსა და მეგობრებთან ემოციური კომუნიკაციის დამყარების.

4.კიბო

თვის დასაწყისში შესაძლოა, გარშემომყოფებთან კონფლიქტი მოგივიდეთ. სჯობია, მოთმინება და თავშეკავება გამოიჩინოთ, რათა ურთიერთობები ბოლომდე არ გაიფუჭოთ. მოსალოდნელია საბედისწერო შეხვედრები, რომანტიკული ნაცნობობაც კი. მთავარია, არ დაივიწყოთ კომუნიკაბელურობა, დაძლიოთ სიმორცხვე, შეეცადოთ, ყოველთვის უშუალო იყოთ.

5. ლომი

დიდი დრო დაგჭირდებათ საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობის მოსაგვარებლად. იანვარში ლომები აღმოაჩენენ საკუთარ თავში ახალ ნიჭს. ამიტომაც ყურადღება დაუთმეთ პროფესიასაც.

6.ქალწული

იანვარი გპირდებათ, რომ თქვენთვის იქნება ჰარმონიული. სხვებთან კომუნიკაცია დადებით ემოციურ ტალღაზე დაგაყენებთ.

7.სასწორი

მოგზაურობისათვის საუკეთესო დრო ნამდვილად არაა. სჯობია, დრო ძირითადად ოჯახში გაატაროთ. თვის დასაწყისში მოსალოდნელია ემოციების მოჭარბება, რის გამოც გაიზრდება კონფლიქტის საფრთხეც. სწორი სტრატეგია ემოციურობას გადაგატანინებთ შემოქმედებით საქმიანობაზე.

8.მორიელი

იანვარში აქტიურად გამოავლინოთ თქვენი ინტელექტუალური შესაძლებლობები. ეს დაგეხმარებათ არაერთი პრობლემის გადაჭრაში. შეინარჩუნეთ სიმშვიდე, თუ კონფლიქტური სიტუაციები შეიქმნება, ყველაფერი თავისით გადაივლის.

9.მშვილდოსანი

იანვრის დასაწყისიდან სერიოზულად იქნებით კონცენტრირებული მოგებაზე და თქვენი პოტენციალი ნამდვილად საიმედოა. აუცილებელია, გამოიჩინოთ მოთმინება ამ გზაზე.

10.თხის რქა

განმარტოებისაკენ ისწრაფვით და ეს აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილებაა. შეეცადეთ, თავი აარიდოთ ადამიანებს, რომლებიც ემოციურ დისკომფორტს გიქმნით.

11. მერწყული

მერწყულისათვის 2021 წლის იანვარი იქნება ღრმა შემეცნებიდა და აზრების მოქმედებაში მოყვანის გზების ძიების პერიოდი. მეგობრული თანადგომა დაგეხმარებათ ზოგიერთი პირადი კრიზისის დაძლევაში.

12. თევზები

იანვარში მეტად დატვირთული იქნებით. შეძლებთ ფინანსური საკითხების გადაჭრას. თვის ბოლოს კარგი იქნება, თუ ქველმოქმედებით დაკავდებით. ვარსკვლავები წარმატებას გპირდებათ სასიყვარულო ურთიერთობაში.

1
99
შეფასება არ არის
ავტორი:ლანა92
ლანა92
99
  
2020, 30 დეკემბერი, 3:07
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1