ასტროლოგია თეთრი ხარის წლის ფინანსური მხარეები - როგორ უნდა მოვიზიდოთ ფული 2021-ში 2020, 23 ნოემბერი, 17:28 თეთრი მეტალის ხარს ახასიათებს ყველა ის თვისება, რაც 2021 წელს ფინანსურ წარმატებას მოგიტანთ. ის შრომისმოყვარე, მიზანდასახული და ენერგიულია, იცის ფულის ფასი, დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სიზუსტეს და ყურადღებით აკვირდება დეტალებს. ლითონის ხარი ასოცირდება ოქროს კუროსთან, რომელიც ძალიან პერსპექტიულია მატერიალური წარმატების თვალსაზრისით. სინის წელი ამ ნიშნის ყველა სახლისათვის იქნება მოგების გაზრდის საწინდარი. ყველას, ვინც მუშაობს ან მსახურობს, აქვს სტარტაპები (დამწყები საწარმოები), ან აარსებს ახალ კომპანიებს, ახალ, 2021 წელს, განსაკუთრებით კი ივნისში აქვს კარგი მოგების მიღების შესაძლებლობა. 2021 წელი ყველაზე მეტ მატერიალურ სარგებელს მოუტანს ცეცხლის სტიქიის შესაბამის მიმართულებებს: საფინანსო სფეროს, ბირჟის თამაშებს, საზოგადოებრივი კვების, გათბობის, განათების სფეროებს, ყველაფერს, რაც უკავშირდება ბენზინს, ნავთობსა და გაზს, ზოგადად საწვავს, შედუღებას, ელექტრონიკას, ენერგეტიკას, ელექტროენერგიას, ასტრონავტიკას, სინთეზური პროდუქტების წარმოებას, ოფთალმოლოგიას, ოპტიკას, გართობის სფეროს, შოუ-ბიზნესს, ტელევიზიასა და რადიოს, ინტერნეტს, კინოსა და თეატრს, რეკლამას, სილამაზის ინდუსტრიას, სპორტსა და ცეკვას. მიწის სტიქიის შესაბამისი სფეროებისათვის 2021 წელს ფულის გამომუშავება გაცილებით რთული იქნება, ფინანსური სარგებელი კი - ნაკლებად შესამჩნევი. ამას დადებითი მხარეც ექნება. ფული, რომელიც ნაკლებად შესამჩნევია რაოდენობრივად, უკეთ ინახება, ნაკლებია მისი წართმევის ალბათობა. მიწის სტიქიის სფეროებს განეკუთვნება ხის ინდუსტრიის მიმართულებები: მოდა, ტანსაცმელი, ქსოვილები, სილამაზე, პარფიუმერია, ქაღალდი, საგამომცემლო საქმე, კვებითი დანამატები, სოფლის მეურნეობა და მედიცინა, ავეჯი, გრაფიკა, დიზაინი, არქიტექტურა, გამომგონებლობა, ინფორმაცია, საზოგადოებასთან ურთიერთობა, ახალი ამბები, თარგმანი, ტრენინგები, ფოტოგრაფია, კულტურების წარმოება, ეკოლოგია და ყველაფერი, რაც ბავშვებთანაა დაკავშირებული. 2021 წელს ფულის მოსაზიდად საჭიროა შემდგომი მიდგომებისა და უნარ-ჩვევების ეფექტიანად გამოყენება: სწრაფად რეაგირება;ინიციატივიანობა;ზომიერად რისკიანობა;თავდაჯერებულობა;თვითპრეზენტაციის უნარი;პროაქტიურობა;იუმორის გრძნობა და გაკვირვების ეფექტი;თეთრი ხარის წელიწადში ამ მეთოდების გამოყენება მეტად ხელსაყრელი იქნება. 2021 წელს ორიგინალური რეკლამა, სასაცილო სიუჟეტით შეიძლება, გაცილებით ეფექტური იყოს, ვიდრე პირდაპირი რეკლამა.
62 შეფასება არ არის
|