x
image
ლანა92
2023 - აღმოსავლური კალენდრით, შავი წყლის კურდღლის წელი: როგორი იქნება ის ზოდიაქოს ნიშნებისათვის

image


აღმოსავლური კალენდრის თანახმად, 2023 შავი წყლის კურდღლის წელი იქნება. აზიის ხალხებისთვის მთვარის ციკლის ყველაზე ბედნიერი წელი მეოთხეა და ამ საპატიო ადგილს აღმოსავლური ზოდიაქოს ნიშნებს შორის იკავებს სწორედ კურდღელი.

ზოგი წყაროს მიხედვით, ბუდას მიერ შერჩეული წლის 12 ცხოველიდან ერთ-ერთი იყო კურდღელი, სხვა წყაროს მიხედვით კი - კატა. აქედან გამომდნარე, 2023 წელი შეიძლებამ კატა-კურდღლის წელიწადად მოვიაზროთ.

აღმოსავლური კალენდრის მიხედვით, შავი წყლის (კატის) კურდღლის წელი, მისი მმართველობის ერა დაიწყება 2023 წლის 22 იანვარს და გაგრძელდება 2024 წლის 9 თებერვლამდე.

2023 წლის სიმბოლოს - კურდღლის ძირითადი მახასიათებლებია "შავი" და "წყალი". შავი წყლის კურდღლის წელი მეორდება მხოლოდ 60 წელიწადში ერთხელ. შავი წყლის კურდღლის წელიწადი იყო 1903 და 1963 წელს. 2023 წლის მმართველი პლანეტა ვენერაა და აქედან გამომდინარე, დასაშვებია ლურჯ, მუქ ლურჯ და ცისფერ კურდღლადაც მოვიხსენიოთ.

ასტროლოგების პროგნოზის მიხედვით, 2023 წელი გამოირჩევა სიმშვიდითა და ჰარმონიულობით, რამდენადაც კურდღელი (კატა) ალერსიანი, ნაზი, ჰარმონიული არსებაა, რომელიც ზრუნავს თავის მემკვიდრეებზე. მოსალოდნელია ომების, კონფლიქტების აღმოფხვრა დიპლომატიის გზით.

როგორ შევხვდეთ 2023-ს?

ახალი წლის შემობრძანება, უმჯობესია, რომ ოჯახურ წრეში, მშვიდ გარემოში აღნიშნოთ. კურდღელი ძალიან აფასებს შინაურ სიმყუდროვეს. სახლი უნდა იყოს მოწყობილი კომფორტულად, მყუდროდ და მშვიდ ტონებში. შეგიძლიათ, უპირატესობა მიანიჭოთ იმას, რაც გიყვართ და რასაც მიჩვეული ხართ. ახალი წლის ღამეს თუ მაინც გარეთ დააპირებთ გატარებას, მაშინ ასტროლოგები გვირჩევენ ჩაცმულობაში ლილისფერი (ლურჯი) ჩრდილების გამოყენებას.

საახალწლო სუფრა

საახალწლო სუფრაზე სასურველია, იყოს ბოსტნეულისა და ხილისაგან დამზადებული კერძები, უხვად მწვანილი სტაფილო, კომბოსტო, კამა, სალათის ფოთოლი, ხახვი. თუ წლის მასპინძლის გახარება გსურთ, მაშინ გაითვალისწინეთ, რომ კატები აღმერთებენ თევზს (ორაგული, ქაშაყი, თინუსი). თუ ახალ წელს შეხვდებით ცოცხალი კატით/კურდღლით, მაშინ ეს კარგი იქნება. ისინი გახდებიან თქვენი ოჯახის წევრები და შემოიტანენ თქვენს ოჯახში წარმატებასა და ბედნიერებას.

რომელ ზოდიაქოს ნიშნებს გაუმართლებთ?

2023 წელს განსაკუთრებით გაუმართლებთ დრაკონის, ძაღლისა და ცხენის წლებში დაბადებულებს.

1.ვირთხის წელიწადში დაბადებულებისათვის (1960, 1972, 1984, 1996, 2008, 2020) კატასთან გახუმრება შეიძლება, საბედისწერო გამოდგეს. ამიტომ ვირთხებს სიფრთხილე ჰმართებთ, არ იქნება რისკები გამართლებული.

2.ხარი (1961, 1973, 1985, 1997, 2009) უნდა მოერიდოს პროვოკაციებს და ექნება წინა წელზე უფრო იღბლიანი წელი. ხელსაყრელი დროა საკუთარი ბიზნესის წამოსაწყებად, მასშტაბური პროექტის რეალიზაციისათვის.

3.ვეფხვისათვის (1962, 1974, 1986, 1998, 2010) მშვიდი წელი იქნება. კარგი დროა მოგზაურობისა და დასვენებისათვის. მომავალი საქმეებისათვის განტვირთვა და ენერგიის დაზოგვა არ გამოგადგებათ.

4.კურდღელი/კატა (1963, 1975, 1987, 1999, 2011) ყველაფერში წარმატებული იქნება, რამდენადაც მასპინძელი თვითონაა.

5.დრაკონს (1964, 1976, 1988, 2000, 2012) სასიამოვნო და მხიარული წელი ელოდება. უნდა გამობრწყინდეს საზოგადოებაში. ძალიან დაფასდება 2023-ში.

6.გველი (1965, 1977, 1989, 2001, 2013) მიაღწევს დიდ წარმატებას, რისთვისაც მოუწევს მნიშვნელოვანი ენერგიისა და ძალისხმევის გაღება. ზოგჯერ მოირგებს პასიური დამკვირვებლის როლსაც.

7.ცხენს (1966, 1978, 1990, 2002, 2014) წარმატებული წელი ელოდება, ზედმეტი დაძაბვის გარეშე შეუძლია, რომ საკუთარი თავი ბოლომდე წამროაჩინოს.

8.ცხვარს/თხას (1967, 1979, 1991, 2003, 2015) არაჩვეულებრივი წელი ექნება, გამოჩნდებიან მფარველები, რომლებიც დაეხმარებიან სწრაფად წარმატების მიღწევაში.

9.მაიმუნისათვის (1968, 1980, 1992, 2004, 2016) 2023 წელს ჭორიდან გართობამდე - ყველაფერი მაღალორგანიზაციულ დონეზე იქნება, თუმცა მისი სუსტი მხარეების გათვალისწინებით, მაიმუნს ემუქრება ზომიერების გრძნობის დაკარგვის საფრთხე. ეს აისახება შედეგებზეც.

10.მამალს (1969, 1981, 1993, 2005, 2017) კამათისა და დისკუსიისაკენ სწრაფვა ხელს არ შეუშლის წარმატების მიღწევაში.

11.ძაღლის (1970, 1982, 1994, 2006, 2018) ცხოვრება დგება მშვიდ რიტმში და ისიც დინჯად მიჰყვება რელსებს. დროა, იფიქროს ოჯახურ სითბოზე, კომფორტსა და სიმყდუროვეზე. ძაღლის წელიწადში დაბადებულებისათვის 2023 წელი ქორწინებისათვის მეტად ხელსაყრელია.

12. ღორი (1971, 1983, 1995, 2007, 2019) ძალიან ჩაეფლობა საქმეებში და ნამდვილად არ ცხელა დასვენებისათვის.

1
1660
შეფასება არ არის
ავტორი:ლანა92
ლანა92
1660
  
2022, 22 ოქტომბერი, 22:42
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1