x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ბელგიაში მოხუცთა სახლში სანტას სტუმრობის შემდეგ 18 ადამიანი გარდაიცვალა კორონავირუსით
image

ბელგიურმა მედიამ გაავრცელა შოკისმომგვრელი ინციდენტის შესახებ მათივე ცნობით, კორონავირუსით გარდაიცვალა მოხუცთა თავშესაფრის 18 პაციენტი, მას შემდეგ, რაც თავშესაფარში სანტა კლაუსი მოვიდა მისალოცად.


როგორც გაირკვა, მსახიობი COVID-19– ით იყო ინფიცირებული, ისე, რომ მან არც იცოდა ამის შესახებ, ვირუსის გავრცელება კიდევ უფრო გამწვავდა იმ ფაქტმა, რომ სიფრთხილის ზომების მიღებაზე არავინ ზრუნავდა .ღონისძიების მონაწილეებს, იქ გადაღებული ფოტოების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, პირბადეც კი არ ეკეთათ და სოციალურ დისტანცისაც არ იცავდნენ.

image


მოხუცებთან ერთად დაინფიცირდა დაწესებულების 36 თანამშრომელი და 121 პაციენტი, ხოლო თავად სანტამ განაცხადა, რომ დაავადება ასიმპტომური იყო და მან თავად არ იცოდა მისი მდგომარეობის შესახებ, როგორც ტაბლოიდი The Mirror-ი წერს მსახიობი აღმოჩნდა დაავადების სუპერგამავრცელებელი.

image

თუმცა, ექსპერტები სკეპტიკურად უყურებდნენ მედიაში ვერსიას. ცნობილი ბელგიელი ვირუსოლოგის, მარკ ვან რანსტას განცხადები, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ერთი სანტა ერთდროულად გახდეს ინფექციის წყარო ამდენი ადამიანისთვის. ექსპერტის აზრით, სავარაუდოდ, ინფექცია გამოიწვია ცუდმა ვენტილაციამ იმ ოთახში, სადაც დღესასწაული იმართებოდა.

image

0
120
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
120
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0