x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
კატა–თერაპია – როგორ მკურნალობენ კატები ადამიანებს

კატები არა მხოლოდ დიდ სიხარულს ანიჭებენ ოჯახის წევრებს, არამედ ხელს უწყობენ მათი ჯანმრთელობის შენარჩუნებას და ზოგიერთ დაავადებასაც მკურნალობს. მეცნიერებმა მედიცინის მთელი მიმართულებაც კი შეიმუშავეს – ფელინოთერაპია (კატა–თერაპია), რომელშიც ადამიანი კატასთან ურთიერთობით, სამკურნალო ეფექტს იღებს. გაირკვა, რომ ვისაც სახლში კატა ჰყავს, გაცილებით ნაკლებად მიმართავენ სამედიცინო დახმარებისთვის ჯანდაცვის დაწესებულებებს, უფრო დიდხანს ცოცხლობენ და ადვილად უმკლავდებიან სტრესს და ქრონიკულ დაღლილობას.

საინტერესოა, რაში მდგომარეობს ამ შინაური ცხოველის ჯადოსნური ძალის საიდუმლო?


image


კატის მკურნალობის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მეთოდი კრუტუნია. ამ ხმის სიხშირე 27–დან – 44 ჰერცს შორის მერყეობს, რაც დადებითად მოქმედებს სისხლის მიმოქცევაზე, ჭრილობის შეხორცებაზე და ძვლოვანი ქსოვილის გამაგრებაზე. საშუალოდ, ძვლის სიმტკიცე, 20% უმჯობესდება – ასეთია ჩრდილოეთ კაროლინის ცხოველთა კომუნიკაციის ინსტიტუტის მეცნიერთა კვლევის შედეგები. ადამიანს, რომელიც რეგულარულად უსმენს კატის კრუტუნს, უუმჯობესდება ძილი, უქრება აპათია, უმაღლდება იმუნიტეტი, ურეგულირდება არტერიული წნევა და გულისცემა.


image


თუ კატას თავისი პატრონი უყვარს, მას ხშირად უკეთებს თათებით «მასაჟს» და დრო და დრო, ბრჭყალებსაც ურჭობს კანში. ამ პროცედურის ეფექტი შეიძლება შევადაროთ აკუპუნქტურას, რომლის დროსაც, ზემოქმედება რეფლექსოგენურ ზონებზე ხდება, რაც თავის მხრივ, შინაგანი ორგანოების და სისტემების მუშაობას აუმჯობესებს. «პროცედურის» შედეგად, გაჩენილი მცირე ნაკაწრები, სწრაფად ხორცდება (კატა, რა თქმა უნდა, ცოფზე აცრილი უნდა იყოს).


image


სასარგებლოა ასევე, შინაური ცხოველის მოფერება. თითის წვერებით, ნერვული იმპულსები გადაეცემა ტვინს, – ეფექტი მედიტაციის მსგავსია. ბეწვზე ხელის ხახუნის დროს კი, წარმოიქმნება მცირე მუხტის დენი, რომელიც ფიზიოთერაპიაში, უკვე დიდი ხანია გამოიყენება. ამავდროულად, სტაბილიზდება არტერიული წნევა, მცირდება განმეორებითი ინფარქტის და ინსულტის რისკი. გარდა ამისა, როდესაც კატა ადამიანის მტკივნეულ ადგილზე წვება, მას ათბობს, რაც დადებით გავლენას ახდენს სახსრების მკურნალობისას. აღნიშნული ეფექტი, ასევე სასარგებლოა ნევრალგიური პრობლემების, ოსტეოქონდროზი, რადიკულიტი და გაციების დროსაც.


image


და ბოლოს, ამ ფუმფულა ცხოველთან უბრალოდ ურთიერთობაც სასიამოვნო, რაც ასევე, დადებით გავლენას ახდენს ფსიქიკაზე. დადებითი შედეგი, ასევე აღინიშნება ნევროზის, დეპრესიის და ბავშვთა აუტიზმის მკურნალობაში.



image


რა უნდა ვიცოდეთ კატების სამკურნალო შესაძლებლობების შესახებ:

• კატების სტერილიზაცია, სამწუხაროდ, მნიშვნელოვნად ამცირებს მათ სამკურნალო შესაძლებლობებს.
• არ შეიძლება კატა ვაიძულოთ ადამიანი განკურნოს – თუ ცხოველი გიყვართ, ის თქვენს დასახმარებლად, თავად მოვა, როდესაც იგრძნობს, რომ დახმარება გჭირდებათ.
• მკურნალობისთვის არ შეიძლება სხვისი ან ქუჩის კატების გამოყენება. რეალური სამკურნალო ეფექტის მისაღებად, აუცილებელია, რომ თქვენს და კატას შორის, ძლიერი ფსიქოლოგიური კავშირი არსებობდეს.
• კატები ადამიანის უარყოფითი ენერგიით «იკვებებიან» და მას ნეიტრალურ ან დადებით ენერგიად გარდაქმნიან. გარკვეულწილად, ასეთი ენერგია მათთვისაც აუცილებელია, მაგრამ გონივრულ ფარგლებში. თუ თქვენ გადატვირთული ხართ ნეგატივით, ან ძალიან ცუდად ხართ, კატა შეიძლება თავადაც ავად გახდეს ან მოკვდეს კიდეც. ამიტომ, კატა, თუ გვერდიდან არ გშორდებათ, დრო და დრო უნდა გააგდოთ.
• გასაკვირია, მაგრამ ინგლისში, სპეციალურ აფთიაქები არსებობს, სადაც თეთრი კატები ოფიციალურად იყიდება.

• ბერლინის, გერონტოლოგიის ინსტიტუტში, ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, ადამიანები, რომლებსაც ცხოვრების გარკვეულ პერიოდში, სახლში კატა ჰყავდათ, საშუალოდ, 10, 3 წლით უფრო ხანგრძლივად ცხოვრობენ, ვიდრე დანარჩენები.

და ბოლოს, კატების სამკურნალო მიზნებისთვის გამოყენებისას, ყურადღება მიაქციეთ მის ჯანმრთელობის მდგომარეობას.


image


imageimageimageimage




0
202
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
202
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0