ცხოველისადმი გულწრფელ სიყვარულს სასწაულების მოხდენა შეუძლია. სწორედ საოცრებად შეიძლება ჩაითვალოს ის მოვლენები, რომელიც კატის, მისტერ ხელთათმანის და მის 13 წლის პატრონის, ბირმინგენელი (ალაბამა, აშშ) სიდნი ჰერცბერგის ცხოვრებაში მოხდა.
სასწაული I
სინდი 11 წლის იყო, როდესაც მან, დედასთან ერთად, კატების ადგილობრივ თავშესაფარში მუშაობა მოხალისედ დაიწყო. გოგონა მარტივ საქმეებს ასრულებდა: ნაგავი გაჰქონდა, კატებს საჭმელს ურიგებდა და მაგიდებს და ფანჯრებს წმენდდა.
ერთხელ, როდესაც მისი ცვლა სრულდებოდა, ერთმა ქალმა თავშესაფარში კნუტი მიიყვანა, რომელიც მისი თქმით, ქუჩაში იპოვა. დირექტორმა მაშინვე მოხალისეებს დაურეკა და ყველას სთხოვა, კნუტზე ეზრუნა, მაგრამ ამის გაკეთება ვერავინ შეძლო. მაშინ სინდიმ კნუტის სახლში წაყვანა გადაწყვიტა და მისთვის უარი არც დირექტორს უთქვამს.
მისტერ ხელთათმანი პატარობაში
კნუტი ძალიან სუსტი იყო და მხოლოდ 110 გრამს იწონიდა. სინდი მას ყოველ 2 საათში ერთხელ, ბოთლით აჭმევდა. პატარას სულ სციოდა და ამიტომ გოგონა უბეში ისვამდა და მთელი დღე ასე დადიოდა... გავიდა დრო და კნუტმა წონაში მატება დაიწყო. 2 კვირის შემდეგ კი, სინდიმ ის ოფიციალურად გაიფორმა და სახელიც მისცა – ის მისტერ ხელთათმანი გახდა.
ასე გამოიყურება კატა დღეს
ის, რომ მან ასეთი პატარა კნუტის გადარჩენა შეძლო, ნამდვილი სასწაული იყო.
სასწაული II
კატა სიდნის საუკეთესო მეგობარი გახდა. მისტერ ხელთათმანმა თოკით სიარული ისწავლა, მაგრამ უფრო ხშირად, ის გოგონას მხარზე იკალათებდა და ასე სეირნობდა პატრონთან ერთად. ისინი განუყრელები არიან და მხოლოდ ერთად კი არ სეირნობენ, გოგონას ის ლაშქრობაზე და მოგზაურობაშიც კი მიჰყავს.
კატას ესმის, რომ მუდმივად მის გვერდით უნდა იყოს. საქმე იმაშია, რომ სიდნი, ერთდროულად, ორი ქრონიკულ დაავადებაა ებრძვის – POTS–ს (პოსტალურ ორთოსტატული ტაქიკარდიის სინდრომი) და სახსრების ტკივილის, რომელიც შემაერთებელი ქსოვილების პრობლემებთან არის დაკავშირებულია. კატამ, როგორღაც, მისი მდგომარეობის შეგრძნება ისწავლა და როდესაც გოგონას დაავადება უმწვავდება (ეს შეიძლება იყოს დაბინდული ხედვა, თავბრუსხვევა, სისუსტე ან სახსრების ტკივილი), ის ყოველთვის მის გვერდით არის.
სიდნი გრძნობს, როგორ ცდილობს კატა მის დამშვიდებას და მხარდაჭერას... და თავს უკეთესად გრძნობს – ეს ნამდვილად რომ, სასწაულია.
სასწაული III
ერთხელ, სიდნის ყურადღება, სოციალურ ქსელში, Petco Holiday Wishes კომპანიის საგრანტო პროგრამის რეკლამამ მიიპყრო, რომელიც თანამშრომლობისთვის, წარსულში უსახლკარო შინაური ცხოველების პატრონებს იწვევდა. გოგონამ კონკურსში მონაწილეობა გადაწყვიტა და საკუთარ კატაზე, ესე დაწერა, რომელიც მისი საუკეთესო მეგობარი და მკურნალი გახდა.
საახალწლო ზღაპარი
"როდესაც კნუტის გადარჩენას ვცდილობდი, წარმოდგენაც არ მქონდა, რომ რეალურად, ის გადამარჩენდა", – წერდა სიდნი ესეში. "მიუხედავად იმისა, რომ კატაა, ის ჩემი მეგობარია და მის კომპანიაში თავს უფრო თავისუფლად და თავდაჯერებულად ვგრძნობ. შემიძლია ის გავაკეთო რაც მინდა, ჩემი ტკივილი დავივიწყო", – ასე ისაუბრა სიდნეიმ იმაზე, თუ როგორ შეიცვალა მისი ცხოვრება, ფუმფულა შინაური ცხოველის გამოჩენასთან ერთად. მისმა გულწრფელმა აღიარებამ ჟიური გულგრილი არ დატოვა და გოგონამ ფონდის ერთ–ერთი მთავარი პრიზი – 50 000 $ გრანტი მიიღო.
მიღებული თანხა სიდნიმ იმ თავშესაფარს გადასცა, რომლიდანაც თავისი მეგობარი აიყვანა. მან დირექტორს მხოლოდ ის სთხოვა, რომ თანხის ნაწილი პროექტისთვის – "ხანდაზმული კატები და ხანდაზმული ადამიანები" გამოეყო, რომელიც მიმართული იქნება ასაკოვანი კატებისთვის პატრონის მოძებნაზე და ასეთი ცხოველების მფლობელების ფინანსურ დახმარებაზე.
დღეს სინდი ისევ მოხალისედ მუშაობს კატების თავშესაფარში და მის მობინადრეებს რეაბილიტაციაში ეხმარება. ის ხშირად იღებს და სოციალურ ქსელში აქვეყნებს ვიდეოებს იმ კატების მონაწილეობით, რომლებიც ახალ სახლში გადასასვლელად მზად არიან. ის ცდილობს, რომ სხვა კატებიც ისეთივე თბილ გარემოში მოხვდნენ, როგორშიც მისტერ ხელთათმანია.