x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134031
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
თუ სახლში კატა გყავთ, ეს ხრიკიები უნდა იცოდეთ

image


ნებისმიერი კატა, თუნდაც ყველაზე მოსიყვარულე და მოწესრიგებული, თავისი ბუნების გამო, ვალდებულია სახლში, სადაც ცხოვრობს, რამე გააფუჭოს. არა, ბოროტების გამო კი არა, ისე უბრალოდ... ამ ცხოველებს აურზაურის მოწყობა უყვართ, რომ ცოტა გახალისდნენ. მაგ., ყვავილის ქოთნის გადაბრუნება, შპალერის დაკაწვრა, ღამ–ღამობით, პლედიდან გამოყოფილ ფეხზე ნადირობა და ა. შ. კატის მხრიდან ამგვარ ქმედებას, ჩვენ დაპირისპირებად განვიხილავთ და შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალს ვეძებთ... თუმცა, ახალი რამის გამოგონება საჭირო არ არის, რადგან არსებობენ ადამიანები, რომლებმაც კატების მოთოკვა შეძლეს და საკუთარი ხრიკები, სოც. ქსელების მეშვეობით, სხვა ადამიანებს გაუზიარეს.

აქ სწორედ იმ ხრიკებს გთავაზობთ, რომელიც ყველა კატის პატრონმა უნდა იცოდეს:


კატებს ძალიან უყვართ ფანჯარაში ყურება და თუ გინდათ, რომ მისი გადახტომის შემდეგ, შინაური ცხოველის ძებნაზე, დრო არ დაკარგოთ, ფანჯრებზე ბადე გააკეთეთ. და მნიშვნელობა არა აქვს, რომელ სართულზე ცხოვრობთ.
image


არ არის საჭირო კატისთვის ძვირიანი საწოლის შეძენა. მისთვის ჩვეულებრივი ყუთი, ბევრად უფრო მიმზიდველია.image


სახლის დალაგებისას, თუ არ გინდათ, რომ კატა "ფეხებში გედებოდეთ", ის სარეცხის ყუთში ჩაკეტეთ.
image


ეს ძალიან შრომატევადი სამუშაოა, მაგრამ, ამის გაკეთება ნამდვილად ღირს! რბილი ავეჯიდან კატის ბეწვის მოსაცილებლად, შეგიძლიათ ტრიმერი გამოიყენოთ. თუმცა, რბილი ავეჯის გასაწმენდად, კიდევ ერთი ხერხი არსებობს –ქსოვილს შეგიძლიათ წებოვანი ლენტი, ე. წ. "სკოჩი" გადაატაროთ.
image


თუ კატა, ნოუთბუქზე მუშაობისას, ხელს გიშლით, ჩაურთეთ მას ძველი ნოუთბუქი.
image


თუ არ გინდათ, რომ კატა მაგიდაზე ავიდეს, ეს ხრიკი ნამდვილად რომ გამოგადგებათ.
image


კატები ბუნებით, ძალიან ცნობისმოყვარენი არიან და თუ გინდათ, რომ თქვენმა კატამ, გარეთ გასვლის სურვილის გამო, წუწუნით არ შეგაწუხოთ, მიეცით მას, გარეთ თავისუფლად გახედების საშუალება – ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
image


ბრჭყალებს აჭრით, თუ არა, კატები მას მაინც იქლიბავენ. ეს მათთვის ერთგვარი რიტუალია. ამიტომ, საქლიბს თუ ყუთში მოათავსებთ და მის მოხმარებას კატას ასწავლით, ნაკაწრებისგან ავეჯსაც დაიცავთ და სახლიც არ დანაგვიანდება.
image


ასე შეგიძლიათ, კატისგან, საყინულიდან გამოღებული ხორცის ან თევზის დაცვა, ვიდრე ის არ გალღვება.image


თუ კატას სუფთა ჰაერზე უნდა გასვლა, ეს კარგი გამოსავალია...image


კატები ხშირად აბრუნებენ საკუთარი წყლის სასმელ ჭურჭელს. ამიტომ, საჭიროა მისი საფუძვლიანად დამაგრება. მიუხედავად იმისა, რომ ეს ესთეტიკურად არ გამოიყურება. იგივე მეთოდით, შეგიძლიათ სხვა ნივთებიც დაამაგროთ. დროთა განმავლობაში, თქვე თვალს შეაჩვევთ, ხოლო სტუმრები, ასეთ გადაწყვეტილებას გაგებით მოეკიდებიან.image


image
არხის სხვა სიახლეები:


* "უადგილო" არტეფაქტი – გზა ატლანტიდისკენ

* დროის პორტალის გავლით – ადამიანები სხვა ეპოქიდან

* დედამიწა მაღალგანვითარებული ცივილიზაციების კარიერი იყო?!

* იდუმალი და სახიფათო კარი და საცავი მსოფლიოში

* 20 ნაკლებად ცნობილი და უცნაური ფაქტი II მსოფლიო ომის შესახებ

* აღმოჩენილია პლანეტა, რომლიდანაც დედამიწაზე სიცოცხლე გავრცელდა

* მიწისქვეშა ცივილიზაციებმა შესაძლოა თავი გაამჟღავნონ

* ანეკდოტები, კვირის ბოლოს (III ნაკრები)


0
265
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
265
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0