ბიოგრაფია გარდაიცვალა მსახიობი და რეჟისორი გოგი ქავთარაძე 2020, 21 დეკემბერი, 10:05 ![]() დაიბადა 1940 წლის 2 აპრილს თბილისში.1967 წელს დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი 1958-1963წწ. იყო მარჯანიშვილის თეატრის სცენის თანამშრომელი, რეჟისორის თანაშემწე, მსახიობი; 1963-1969, 1972-1976წწ. იყო რუსთაველის თეატრის მსახიობი, რეჟისორი; 1969-1972წწ. ბათუმის თეატრის მთავარი რეჟისორი; 1974-1976წწ. თეატრალური ინსტიტუტის პედაგოგი; 1976-1982წწ. ქუთაისის თეატრის დირექტორი, სამხატვრო ხელმძღვანელი; 1982-1992წწ. სოხუმის თეატრის დირექტორი, სამხატვრო ხელმძღვანელი; 1990-1991წწ. საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი: საარჩევნო ბლოკი: საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტია, საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი); 1992-1999წწ. ა. გრიბოედოვის სახელობის რუსული დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი; 1999-2004წწ. რუსთავის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი; 2004-2008წწ. შოთა რუსთაველის სახელობის კინოსა და თეატრის უნივერსიტეტის პროფესორი; 2012-2016წწ. საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი, №51 ზესტაფონის საარჩევნო ოლქიდან. დადგმული აქვს 90-მდე სპექტაკლი, სპექტაკლებში განსახიერებული აქვს 25 როლი, გადაღებულია 34 ფილმში.მისი დებიუტი კინოში შედგა 1964 წელს მოკლემეტრაჟიან ფილმში "ქორწილი", პოპულარობა მოიპოვა ისეთი ფილმებით, როგორიცაა "არ იდარდო", "განგაში" "ჩარირამა" და მრავალი სხვა. ![]() ![]() ![]() ავტორია პიესისა "ბრალდება" (რ. სტურუასთან ერთად), მრავალსერიანი ფილმისა "ოქროს ობობა" (დ. კვირცხალიასთან და მ. ანთაძესთან ერთად)და კინოსცენარისა "ტკბილი სევდა". გოგი ქავთარაძე იყო საქართველოს სახელმწიფო პრემიის (1987)და ღირსების ორდენის კავალერი(1992) 51 3-ს მოსწონს
|