ორსულობა და ბავშვი "ჩემი საშვილოსნო კუბო არ არის"-პოლონეთში აბორტის სრულად აკრძალვის გამო მასობრივი საპროტესტო აქციები გრძელდება 2020, 20 დეკემბერი, 12:17 ევროპაში პოლონეთი გახდა ქვეყანა, სადაც აბორტის ყველაზე მკაცრი შეზღუდვა დაწესდა . უფრო მეტიც, საკონსტიტუციო სასამართლო აპირებს კიდევ უფრო გაამკაცროს კანონი: აიკრძალოს ორსულობის შეწყვეტა ნაყოფის პათოლოგიების შემთხვევაში. ეს შეიძლება ჩაითვალოს სრულ აკრძალვად, რადგან გამონაკლისი დარჩება მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც ორსულობა საფრთხეს უქმნის ქალის სიცოცხლეს. ამ დადგენილებამ, რომელსაც მხარს უჭერს ეკლესია და კონსერვატიული პოლიტიკოსები, მასობრივი პროტესტი გამოიწვია ქვეყნის მასშტაბით. დემონსტრაციები და მიტინგები იმ რეგიონებშიც კი გაიმართა, რომლებიც ტრადიციულად მხარს უჭერენ ხელისუფლების ქმედებებს. ხალხის უკმაყოფილების ფონზე, ახალი აკრძალვები ჯერ ძალაში არ შესულა, მაგრამ ექიმები სულ უფრო მეტად უარს ამბობენ აბორტზე. როგორ იბრძვიან პოლონელი ქალები საკუთარი სხეულის კონტროლის უფლებისთვის და რისთვის არიან მზად ამ ბრძოლაში? პოლონეთში მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, აბორტის გაკეთება მხოლოდ სამ შემთხვევაშია შესაძლებელი. 1) ორსულობა გაუპატიურების ან ინცესტის შემთხვევაში. 2) ორსულობა საფრთხეს უქმნის დედის სიცოცხლეს. 3) არის ნაყოფის განვითარების მწვავე დეფექტის არსებობა ან დაავადება, რომელიც ნაყოფის სიცოცხლისთვის სახიფათოა. 22 ოქტომბერს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება ამ პირობებიდან მესამის აკრძალვის შესახებ. იმისდა მიუხედავად, რომ ნაყოფის დეფექტი (ყველაზე ხშირად დაუნის სინდრომი), ქვეყანაში ლეგალური აბორტების 98 პროცენტის მიზეზი გახლავთ. (დაახლოებით 1, 100 ). ამ კანონით უკმაყოფილებით ქალები და მამაკაცები მასობრივად მართავენ საპროტესტო აქციებს - ეს არის ბოლო 30 წლის განმავლობაში ყველაზე მასობრივი დემონსტრაციები . ისინი მოითხოვენ აბორტებზე თავისუფალ წვდომას ყველა ქალისთვის, ვისაც სურს ორსულობის შეწყვეტა მე -12 კვირამდე. თავდაპირველად, საპროტესტო აქციის მონაწილეები თავს დაესხნენ ეკლესიას: ვინაიდან ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა რელიგიურია და ასეთ საკითხებზე ეკლესიის ზეწოლა ძალზე ძლიერია. მომიტინგეებმა ჩაშალეს წირვა და ხელი შეუშალეს მსახურებას, უხამსი შეძახილები ისმოდა სამღვდელოების მიმართ, აბორტის ცხელი ხაზის ნომრები ეკლესიის კედლებზე წააწერეს. თუმცა, საზოგადოების მეორე ნაწილის ნეგატიური რეაქციის გამო, ასეთი პროვოკაციული მოქმედებები შეწყდა. ამავდროულად, კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, ქუჩის საპროტესტო აქციები გრძელდება. 173 2-ს მოსწონს
|