x
image
ლურჯი თოლია
როგორ უნდა შევხვდეთ ახალ წელს? - ინტერიერი და ჩაცმულობა
image

2021 წელს ხარი თეთრი ფერის იქნება, შესაბამისად წელიწადს მეტალის ენერგეტიკას ექნება.

ხარი – წინსვლის და სერიოზული ცხოვრებისეული ცვლილებების სიმბოლოა. მეტალი სულის სიმტკიცეს, ხელშეუხებლობის და გამძლეობის ნიშანია.

ეცადეთ ამ წელს ოჯახთან და ნათესავებთან ერთად სახლში შეხვდეთ. ინტერიერში აქტუალური იქნება თეთრი ან ღია, თეთრთან მიახლოებული ფერები. კარგი იქნება ბრჭვიალა დეტალები. საღამოს კარგი იქნება ასევე სხვადასხვა საოჯახო თამაშის დაგეგმვა. რა თქმა უნდა, საჩუქრების გაცვლა ოჯახის წევრებს შორის.

ხარს ამ წლის სომბოლურ ფერებში უნდა დავხვდეთ. ამჯერად, როგორ უკვე აღვნიშნეთ, აქტუალური იქნება ღია ფერები. სამოსის შერჩევის დროს უპირატესობა მიანიჭეთ თეთრ და ღია ფერის ტანსაცმელზე, ისეთზე, როგორიც არის ხორცისფერი, სპილოს ძვლისფერი, რძისფერი, ნაცრისფერი, ყავისფერი, იოქროსფერი. მანდილოსნები ნუ ჩაიცვამთ გამომწვევად, გახსოვდეთ, წითელი ფერის სამოსი ხარს არ მოსწონს. უპირატესობა ნატურალურსა და ხარისხიანს მიანიჭეთ. აუცილებელია აქსესუარებიც. სამკაულიც უნდა იყოს ნატურალური, ფერებიდან: თეთრი, ნაცრისფერი ან მეტალისფერი.
კარგი იქნება, თუ ნაჭერი ცოტა პრიალა იქნება. გახსოვდეთ, დამდეგი წელი ლითონის ხარის წელია. ეს ეხება როგორც ქალბატონებს, ისე მამაკაცებს.
პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ყურადღება გაამახვილეთ საყურეებსა და სამაჯურებზე. იდეალური იქნება მასიური და თეთრი ლითონის ბიჟუტერია.
0
66
შეფასება არ არის
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
66
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0