x
მეტი
  • 23.12.2024
  • სტატია:138981
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512526
შესაძლებელია თუ არა სამედიცინო ნიღბის გამუდმებული ხმარებისას ყურების ფორმა შეიცვალოს?

image

ბევრ ქვეყანასა და რეგიონში ეპიდემიის დროს მოსახლეობას ავალდებულებენ სახლიდან გამოსვლისთანავე მოირგონ სახეზე დამცავი საშუალება. ასეთი ზომების მიღებას გარკვეული მიზანი აქვს-ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის შენარჩუნება. თუმცა აქაც უნდა დავიცვათ გარკვეული წესები.

კოსმეტოლოგები აღნიშნავენ, რომ სამედიცინო ნიღბების დიდი ხნის ტარების შემდეგ სახის კანის მდგომარეობა უარესდება. მათი რჩევაა: მგრძნობიარე კანის მქონე ადამიანებმა უფრო გულდასმით უნდა შეარჩიონ დამცავი საშუალებები, რადგან პირბადის დიდი ხნით ტარებამ შეიძლება გამოიწვიოს დერმატიტი, ქავილი, აკნე, ანთება. ეს იმიტომ ხდება, რომ როცა კანი ეხება პოლიპროპილენის ბოჭკოებს, რომელიც ნიღბების უმრავლესობის შემადგენლობაში შედის, უფრო მგრძნობიარე ხდება. იგი ოფლიანდება, შედეგად კი ბინძურდება, რასაც ბაქტერიების გავრცელებამდე მივყავართ. შესაძლოა, აგრეთვე სახის კანის ზოგიერთ უბანზე პირბადის დაწოლის შედეგად სიწითლის წარმოშობა, კანის დამცავი ფუნქციებისა და სისხლის მიმოქცევის დარღვევა. ამიტომ ექსპერტები გვირჩევენ, კანს განსაკუთრებული ყურადღება დავუთმოთ მისთვის ასეთ მძიმე პერიოდში, გამოვიყენით დამატენიანებელი და ჰიპოალერგენული კრემები, მოვერიდოთ "მძიმე" კოსმეტიკურ საშუალებებს და ცხიმიან კრემებს. სამედიცინო ნიღაბი ორი საათის ხმარების შემდეგ საჭიროა შევცვალოთ, რადგან იგი უკვე ბაქტერიებითა და სოკოებით არის გაჯერებული.

სამწუხარო იქნებოდა და ამავე დროს სასაცილოც, პანდემიის პერიოდში დედამიწის მოსახლეობის უმეტესობას თუ ყურების ფორმა შეეცვლებოდა და გამოწეული გახდებოდა. მაგრამ ეს არ მოხდება, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ყურის ნიჟარა საკმაოდ მკვრივი ხრტილოვანი ქსოვილისგან შედგება. იგი ვერ დეფორმირდება ნიღბის რეზინების ზემოქმედებისგან. ეს ეხება ბავშვებსაც: მიუხედავად იმისა, რომ მათი ორგანიზმი ჯერ კიდევ განვითარებას განაგრძობს, ბავშვების ყურებსაც საკმაოდ მკვრივი ხრტილოვანი კარკასი აქვს.


ნიღბის რეზინებს შეუძლია ყურების უკან მცირეოდენი გაღიზიანება გამოიწვიოს. ასეთ შემთხვევაში საჭიროა აღნიშნულ ადგილებზე საბავშვო კრები წავისვათ და შევარჩიოთ შედარებით სუსტი რეზინების მქონე დამცავი საშუალება.

image

image

image

image




იქნებ დაგაინტერესოთ:




1. აშკარად გამოხატული ნიშნები იმისა, რომ დეპრესია გაქვთ


2. საშიშია თუ არა თითების ტკაცუნი?


3. აქვს თუ არა დედამიწის მოსახლეობას გადარჩენის შანსი, თუ მამრობითი სქესის წარმომადგენლები აღარ იქნებიან


4. შეიძლება თუ არა დიდი რაოდენობით საკვების მიღებისგან კუჭი გასკდეს


5. ადამიანები, რომლებიც დაიბადნენ ზედმეტი სხეულის ნაწილებით


6. ზერო (ნულოვანი) პაციენტები, ვისგანაც დაიწყო სასიკვდილო ეპიდემიები


7. ზერო (ნულოვანი) პაციენტები, ვისგანაც დაიწყო სასიკვდილო ეპიდემიები.(გაგრძელება)


8. საინტერესო ფაქტები საპნის წარმოშობის შესახებ


9. რატომ ბერდებიან ადრე მარიხუანის მოყვარულები და რა აღმოაჩინეს მის კვამლში


2
144
4-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
144
  
2020, 16 დეკემბერი, 2:53
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2020, 15 დეკემბერი, 2:55
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2