x
image
ლურჯი თოლია
ეროსი მანჯგალაძე და მათხოვარი

ეროსი მანჯგალაძეს ფეხით სიარული უყვარდა. ქაშუეთის ეკლესიასთან ერთი მათხოვარი იჯდა, რომელსაც ცნობილი მსახიობი ყოველთვის მანეთიანს უდებდა ქუდში.

image

ერთ დღეს „კავკასიურ ცარცის წრეზე“ მიმავალმა მსახიობმა ქაშუეთთან ჯიბეები მოიჩხრიკა, რომ ტრადიციული რიტუალი შეესრულებინა, მაგრამ საფულე სახლში დარჩენოდა. არადა, მათხოვარი მას მოღიმარი სახით ელოდა. ეროსიმ არც აცია, არც აცხელა, ჩანთიდან მოსამართლე აზდაკის უზარმაზარი ქუდი ამოიღო, მათხოვარს წამოდგომა სთხოვა, თავად კი მისი ადგილი დაიკავა. ქუდი წინ დაიდო და მოსამართლე აზდაკის ფრაზას იმეორებდა, ქრთამს ვიღებო... გამვლელ-გამოვლელებმა, რა თქმა უნდა, იცნეს დიდი ეროსი და იმასაც მიხვდნენ, თუ რაშიც იყო საქმე. სულ რაღაც ათიოდე წუთში უზარმაზარი ქუდი ფულით აივსო.

ეროსიმ საათს დახედა. აზდაკის ქუდიდან მათხოვარს მთელი ფული ქუდში ჩაუცალა და უთხრა: "აი, ძმაო, მთელი წლის ჩაიბარეო". შემდეგ კი წამოდგა და მისთვის ჩვეული ღირსებით განაგრძო გზა თეატრისკენ...

1
546
3-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
546
  
2020, 9 დეკემბერი, 2:34
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1