გაცნობიერებული გაქვთ, რომ ეს ის ადამიანი არ არის, ვისაც ეძებდით, მაგრამ მასთან განშორებას მაინც სამომავლოდ გადადებთ: უკვე ყველა იცნობს, თქვენს ახლობლებს ის მოსწონთ, მასთან შეჩვეული ხართ, კიდევ უარესი თუ უკვე თქვენი მეუღლეა, "ბავშვების ხათრით"… მერე ისმინე ათასი შეკითხვა: რა მოხდა? რატომ დაშორდით? რატომ ვერ აეწყვეთ? მშვენიერი ბიჭი/გოგო იყო... "ხანდახან მშვენიერ დროს ვატარებთ ერთად"… და ყველაზე უარესი - ეგებ რამე შეიცვალოს… გამუდმებით ელოდებით ცხოვრებისეულ ცვლილებებს, რომელიც თქვენს პარტნიორს შეცვლის… აი, "ბავშვი ყველაფერს დაალაგებს", "მარტოდ გადავალთ საცხოვრებლად", "სამოგზაუროდ მივდივართ ერთად და ეს ყველაფერს შეცვლის", "სამსახურს იშოვის და დამშვიდდება"… ერთ დღეს აღმოაჩენთ, რომ თურმე ამ ლოდინში გავიდა წლები, ათწლეულები, მთელი ცხოვრება… ცხოვრება, რომელიც თქვენი ცხოვრებით ვერ იცხოვრეთ…