რელიგია კორონავირუსით გარდაიცვალა დეკანოზი დავით ქვლივიძე,რომელმაც კორონავირუსს "ცრუ პანდემია" უწოდა 2020, 7 დეკემბერი, 15:28 დეკანოზი დავით ქვლივიძე კორონავირუსით გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ სოციალურ ქსელ ფეისბუკში საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ანდრია ჯაღმაიძე ავრცელებს.
"სამწუხაროდ დეკანოზი დავით ქვლივიძე გარდაიცვალა. კორონავირუსით დაინფიცირებამ გამოიწვია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმება, იგი მკურნალობდა საავადმყოფოში. ვუსამძიმრებ მის ოჯახს და ახლობლებს."-წერს ანდრია ჯამღაიძე. მისივე ინფორმაციით, კორონავირუსი დაუდასტურდა ასევე სხალთელ მთავარეპისკოპოსს სპირიდონს. "მეუფე სპირიდონს დაუდასტურდა კოვიდ ვირუსი და მკურნალობს საავადმყოფოში. მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ მეუფეს." დეკანოზი დავით ქვლივიძე მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წევრი იყო. იგი ერთ-ერთი იყო იმ სასულიერო პირებს შორის, რომელმაც კორონავირუსს "ცრუ პანდემია" უწოდა და ამასთან დაკავშირებით ვიდეომიმართვაც გამოაქვეყნა. 374 6-ს მოსწონს
|