საზოგადოება ინდოეთში ახალი "მისტიური" დაავადება გამოჩნდა 2020, 7 დეკემბერი, 14:44 ![]() თუმცა ამ ვიქენდზე პაციენტებს კორონავირუსის ჩივილებით არ მიუმართავთ საავადმყოფოებისთვის. "ყველას ტესტი კოვიდ 19-ზე უარყოფითია"- განაცხადა რაიონის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა. პაციენტებიდან 180 უკვე გაწერილია სამედიცინო დაწესებულებებიდან, სხვა დაავადებულების მდგომარეობა კი სტაბილურია. ერთი პაციენტი, რომელიც მსგავსს სიმპტომებს უჩიოდა, გული უეცარი გაჩერებით გარდაიცვალა. შტატის ჯანდაცვის განყოფილების განცხადებით პაციენტთა სისხლის ანალიზში არ გამოვლენილა რაიმე კონტრეტული ვირუსული ინფექცია. ვირუსოლოგები ამჟამად ქალაქ ელურუს წყლის ნიმუშებს იღებენ, რადგან ყველა დაავადებულს წყალი საერთო წყაროდან მიეწოდებოდა. ნიმუშები 57, 863 ოჯახიდან იქნა შეკრებილი და გადაგზავნილი საგამოძიებო ლაბორატორიაში. "დაავადების გამომწვევი მიზეზი ჯერ დაუდგენელია, მაგრამ ჩვენ ვამოწმებთ ყველაფერს, მათ შორის საკვებსა და რძეს" - განაცხადა რაიონის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა. 133 შეფასება არ არის
|