x
კიდევ ერთი მიწისძვრა თურქეთში, ამჯერად ანტალიაში
5 დეკემბერს თურქეთში, ანტალიის პროვინციაში, მისი დროით 15:44 საათზე 5.2 ბალიანი მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი 77.58 კმ სიღრმეში, ჩრდილოეთ გრძედის 36 და აღმოსავლეთ განედის 32 გრადუსზე მდებარეობდა. მიწისძვრა იგრძნობოდა თურქეთის სამხრეთ პროვინციებში, მათ შორის ბურდურში, ისპარტასა და მუგლაში. მსხვერპლზე ან შენობათა დაზიანებაზე ინფორმაცია ჯერ არ გაკეთებულა.
image
უკანასკნელი 30 დღის განმავლობაში თურქეთში მიწისძვრათა რაოდენობის საგრძნობი მატებაა: 7 მიწისძვრა - 4-დან 5 ბალამდე სიმძლავრის; 118 - 3-დან 4 ბალამდე, 1394 - 2-დან 3 ბალამდე და ასევე 1901 მიწისძვრა 2 ბალამდე სიძლიერის, რომელიც ადამიანებმა ვერ იგრძნეს.
ერთ-ერთი მომხმარებელი ტვიტერზე წერს: "თურქეთის მიწისძვრის საშიშროების რუკაზე ანტალია ერთ-ერთი დაბალი რისკის მქონე პროვინციაა. ის, რომ იქ ადამიანებისთვის საგრძნობი მიწისძვრა მოხდა, ნიშნავს, რომ მომავალში სხვა ქალაქებსაც ელოდებათ თავ-თავიანთი მიწისძვრები..."
image
მანამდე, 30 ოქტომბერს ბერძნული კუნძულის, სამოსის ჩრდილოეთით 6.6 ბალიანი მიწისძვრა მოხდა, რომლითაც დიდი ზიანი მიადგა თურქეთის ქალაქ იზმირს და მის მოსახლეობას. ათობით შენობა დაზიანდა და ზოგიერთი მთლიანად დაინგრა. სამაშველო სამუშაოები რამდენიმე დღე-ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. შედეგად, 115 ადამიანი დაიღუპა 1, 034 დაშავდა თურქეთში, საბერძნეთში კი მიწისძვრამ ორი ადამიანისა და 19-ის დაზიანება გამოიწვია. ამ მონაცემების მიხედვით იგი 2020 წლის ყველაზე მომაკვდინებელი მიწისძვრა იყო.
0
69
1-ს მოსწონს
ავტორი:Diamond
Diamond
69
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0