x
ინდოეთში ახალი "მისტიური" დაავადება გამოჩნდა
image

სულ მცირე ერთი გარდაიცვალა და 300-ზე მეტი ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი სამხრეთ ინდოეთში დაუდგენელი დაავადების გამო.

ანდჰრა ფრადეშის შტატში, ქალაქ ელურუში ადამიანებმა სამედიცინო დახმარებას მსგავსი სიმპტომებით ამ შაბათ-კვირის მანძილზე მიმართეს. მათ შორისაა ეპილეფსიის ნიშნები, ცნობიერების დაკარგვა, პირღებინება. ამის შესახებ ადგილობრივმა ხელისუფლებამ განაცხადა.

ამავდროულად, ეს შტატი კოვიდ 19-ის პანდემიის ერთ-ერთი მწვავე კერაა ინდოეთში. მასში ახალი კორონავირუსის 800, 000-ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული.


თუმცა ამ ვიქენდზე პაციენტებს კორონავირუსის ჩივილებით არ მიუმართავთ საავადმყოფოებისთვის. "ყველას ტესტი კოვიდ 19-ზე უარყოფითია"- განაცხადა რაიონის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა. პაციენტებიდან 180 უკვე გაწერილია სამედიცინო დაწესებულებებიდან, სხვა დაავადებულების მდგომარეობა კი სტაბილურია. ერთი პაციენტი, რომელიც მსგავსს სიმპტომებს უჩიოდა, გული უეცარი გაჩერებით გარდაიცვალა.

შტატის ჯანდაცვის განყოფილების განცხადებით პაციენტთა სისხლის ანალიზში არ გამოვლენილა რაიმე კონტრეტული ვირუსული ინფექცია.

ვირუსოლოგები ამჟამად ქალაქ ელურუს წყლის ნიმუშებს იღებენ, რადგან ყველა დაავადებულს წყალი საერთო წყაროდან მიეწოდებოდა. ნიმუშები 57, 863 ოჯახიდან იქნა შეკრებილი და გადაგზავნილი საგამოძიებო ლაბორატორიაში.

"დაავადების გამომწვევი მიზეზი ჯერ დაუდგენელია, მაგრამ ჩვენ ვამოწმებთ ყველაფერს, მათ შორის საკვებსა და რძეს" - განაცხადა რაიონის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა.


0
133
შეფასება არ არის
ავტორი:Diamond
Diamond
133
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0