x
რას ნიშნავს Total, AB და 20+ABC1 კატეგორიები თურქული სერიალების რეიტინგში?
თურქული სერიალების ფანებისთვის ნაცნობი სიტუაციაა დილით გაღვიძებისთანავე მათი საყვარელი სერიალის ყოველკვირეული რეიტინგების შემოწმება. ეს მეტად ამაფორიაქებელი და სანერვიულო პროცესია, რადგან თურქული არხები საკმაოდ ულმობელნი არიან დაბალრეიტინგული სერიალების გაუქმებასთან მიმართებით.

სერიალების რეიტინგული სისტემა ასე თუ ისე ჩახლართული საკითხია. მოდით, განვიხილოთ და შევეცადოთ დეტალურად განვმარტოთ მისი მნიშვნელობა.

რა არის რეიტინგები?

რეიტინგი გამოიყენება ამა თუ იმ სერიალის მაყურებელთა რიცხვისა და რენტაბელურობის დასადგენად.

წინა საღამოს გასულ სერიალთა რეიტინგები დილით ადრე სამ კატეგორიაში ცხადდება: Total, AB და 20+ABC1.


თუ რამდენად მნიშვნელოვანია მოცემული სარეიტინგო კატეგორია, განისაზღვრება იმით, თუ როგორი სოციალურ-ეკონომიკური ბექგრაუნდის მქონე მაყურებლებს მოიცავს იგი.

როგორ გამოითვლება რეიტინგები?

რეიტინგები დგინდება განსაზღვრულ კატეგორიაში მაყურებელთა საერთო რაოდენობის შეფარდებით კონკრეტული სერიალის მაყურებლების რიცხვთან მოცემულ დროს.

ყველა ოჯახია და მისი წევრებია გათვალისწინებული რეიტინგების პროცენტის დათვლისას?

არა!

რეიტინგების შეფასების ნიმუშებში, რომელსაც საზოგადოება ეცნობა, გათვალისწინებულია თურქეთის მოსახლეობის გარკვეული ჯგუფი. მხოლოდ 40 პროვინციის ქალაქური თუ სასოფლო დასახლებებია გათვალისწინებული ზემოხსენებულ კატეგორიებში და რეიტინგების მთვლელი კომპანიის - TIAK-ს მიხედვით, რეიტინგული მონაცემები დადგენისას ყოველ 4, 000 ოჯახზე გათვალისწინებულია დაახლოებით 14, 000 მოქალაქე, ამას დამატებული 750-მდე ადამიანი, რომელიც მათ შეიძლება სტუმრობდნენ.

რატომ არის რეიტინგები მნიშვნელოვანი?

მოკლე პასუხი: რეიტინგები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ განისაზღვროს რამდენად აქვს ამა თუ იმ სერიალს მოცემულ სეზონზე ''გადარჩენის'' შანსი.

ტელევიზია ბიზნესია და კარგი რეიტინგი ნიშნავს მაღალ წლიურ შემოსავალს სარეკლამო სფეროდან, რაც მათი ყოველწლიური სარგებლის ძირითად ნაწილს წარმოადგენს.

რადგანაც სერიალის წარმოებისთვის საჭირო ბიუჯეტი მთლიანად დამოკიდებულია რეკლამებიდან მიღებულ მოგებაზე, მისი რეიტინგი უნდა იყოს საკმარისად მაღალი იმისთვის, რომ თითოეული სერიიდან მიღებულმა შემოსავალმა დაფაროს მომდევნო ეპიზოდების გადაღებისთვის საჭირო ხარჯები. ამიტომაცაა, რომ სარეკლამო ჭრები ყოველი სერიის მიმდინარეობისას დაახლოებით ნახევარი საათი გრძელდება.

თურქეთში სერიალების გამოდი იმის გარანტიის გარეშე, რომ ისინი სეზონის ბოლომდე მაინც გაგრძელდება, ამიტომაც თუ სერიალს კარგი რეიტინგი არ აქვს, არხს შეუძლია მოულოდნელად გადაწყვიტოს მისი შეჩერება.


image

რას ნიშნავს "Total"?

ეს კატეგორია მოიცავს ყველა ადამიანს 5 წლის ზევით, რომელიც ცხოვრობს რეიტინგების თვლისას გათვალისწინებულ რეგიონში. ყველა მაყურებელი კი გადანაწილებულია სხვადასხვა კატეგორიებში: AB, C1, C2, D, E...

Total-ის კატეგორიაში ყველაზე დიდი წონა აქვს C1, C2 და D მაყურებლებს, რამდენადაც ისინი წარმოადგენენ ტელეაუდიტორიის ძირითად ნაწილს. C2 და D კატეგორიების მაყურებლები შედარებით ღარიბები და განათლებასმოკლებულნი არიან.

რა არის "AB"?

AB კატეგორია მოიცავს შედარებით განათლებულ მაყურებლებს 5 წელს ზემოთ, რომლებიც ცხოვრობებ რეიტინგების თვლისას გათვალისწინებულ რეგიონებში. ასეთები არიან შეძლებული მფლობელები და დამქირავებლები, საოფისე დაწესებულებებში მომუშავენი და ა.შ.

რა არის 20+ABC1?

ეს მოცემულ სამს შორის ყველაზე მნიშვნელოვანი კატეგორიაა, რამდენადაც რეკლამის მსურველები ძირითადად ამ კატეგორიის რეიტინგებს ითვალისწინებენ.

მოცემული კატეგორია, რომელიც მოიცავს 20+ ასაკის მოსახლეობას, ითვალისწინებს ძალიან განათლებულ AB კატეგორიის მაყურებლებს, ამას დამატებული თავდაჭერილ, ზომიერ შეხედულებათა მქონე ადამიანების ჯგუფი, როგორებიც არიან პენსიაზე გასული და ფიზიკურად მომუშავენი, დიასახლისები, მაღაზიის მეპატრონეები და ა.შ.

რამდენადაც ეს კატეგორია წამოადგენს ფაქტობრივად საშუალო შეფასებას ყველა სხვა კატეგორიისა, რეკლამებიდან მიღებული მოგების სიდიდე არხებისთვის სწორედ რეიტინგთა ამ ჯფუფით განისაზღვრება.

რომელი მიიჩნევა "კარგ" რეიტინგად?

ამ კითხვაზე პასუხი მუდმივად იცვლება და თითქმის მთლიანად დამოკიდებულია სატელევიზიო სეზონზე და არხზე, რომელზეც გადაცემა/სერიალი გადის.

სერიალთა სეზონის განმავლობაში (სექტემბრიდან მაის-ივნისამდე) ნებისმიერი გადაცემა, რომლის რეიტინგი ტოლია ან აღემატება 6-ს ორ კატეგორიაში მაინც საკმარისია, რომ სეზონის ბოლომდე გასტანოს.

საზაფხული სერიალების სეზონის დროს 4+ რეიტინგი total-ის კატეგორიაში დამაკმაყოფილებლად მიიჩნევა, მაგრამ არც იმდენად კარგია, რომ სერიალი შემოდგომის სეზონზე გაგრძელდეს.

თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ ზემოთ აღნიშნული შეფასება ყოველ სეზონზე იცვლება.

თურქული არხები სერიალის დახურვის გადაწყვეტილების მიღების სიმკაცრის მიხედვით:

Kanal D - სასტიკია. შეუძლია სერიალი შუა სეზონის დროს დახუროს, ზოგჯერ 5 ეპიზოდზე ნაკლების მქონეც კი;

ATV - მოსალოდნელია, რომ დაბალრეიტინგულ სერიალს უეცრად, გაფრთხილების გარეშე დახუროს;

FOX/Star TV - ამ არხების სერიალებს უეცარი, სასწრაფო, მაგრამ სულ მცირე აზრიანად დასრულების საშუალება მაინც ეძლევა;

Show TV - შედარებით ლმობიერია. ამ არხის სერიალებს სულ მცირე 10 ეპიზოდი გარანტირებული აქვთ;

TRT1/TV8 - სერიალებს გარანტირებული აქვთ ერთი სრული სეზონი მაინც.


ითვლებიან თუ არა უცხოელი ფანები რეიტინგების თვლისას?

სამწუხაროდ, არა. მხოლოდ თურქი ოჯახის წევრები, რომელთა სახლშიც ჩართულია ერთი ტელევიზორი მაინც, იგულისხმებიან სერიალის მაყურებლად.

მიუხედავად იმისა, რომ უფრო მეტად სოციალური მედიის ტრენდები და განხილვები შეესაბამება სერიალის მაყურებელთა რეალურ რიცხვს, ისინი არანაირი ფორმით არ არიან გათვალისწინებულნი სატელევიზიო რეიტინგების დათვლისას.

0
26
1-ს მოსწონს
ავტორი:Diamond
Diamond
26
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0