სიახლეები კორონავირუსის 31,219 ახალი შემთხვევა ერთ დღეში - რა ზომებს მიმართავს თურქეთის მთავრობა მოსახლეობის ჯანმრთელობის დასაცავად? 2020, 1 დეკემბერი, 21:44 ![]() თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა 30 ნოემბერს მთელი ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსის შემთვევების მკვეთრი ზრდის გამო ახალი შეზღუდვები გამოაცხადა, რაც ითვალისწინებს კომენდანტის საათებს სამუშაო დღეებში, ხოლო სრულ "ლოქდაუნს" (ჩაკეტვას) შაბათ-კვირას. ერდოღანმა განაცხადა, რომ სამუშაო დღეებში კომენდანტის საათი მოიცავს გადაადგილების აკრძალვას 21:00 საათიდან 05:00 საათამდე. ეს შეზღუდვა 1 დეკემბრიდან ამოქმედდა, 4 დეკემბრიდან კი ძალაში შევა სრული ლოქდაუნი ყოველი შაბათ-კვირის განმავლობაში. იგი პარასკევ 21:00 საათიდან დაიწყება და ორშაბათ 05:00 საათამდე გაგრძელდება. გამონაკლისები: • სრული ლოქდაუნის დროს სუპერმარკეტები, ხილ-ბოსტნები, საცხობები და ხორციპროდუქტების მაღაზიები ღია იქნება 10:00-დან 17:00 საათამდე. გარდა 20 წლამდე ახალგაზრდებისა და 65 წელს გადაცილებული ხანდაზმულებისა, მოქალაქეებს შეეძლებათ უახლოეს მაღაზიაში საჭირო პროდუქტებისა და ნივთების შეძენა (მანქანით გადაადგილების გარეშე); • საწარმოები, მომმარაგებელი ქსელი და სამედიცინო დახმარების ბრიგადები ისარგებლებენ გარკვეული შეღავათებით; • საქალაქათაშორისო მიმოსვლა დაშვებულია მხოლოდ კერძო შემთხვევებში, მოქალაქისთვის, რომელიც: ○ გაწერეს სამედიცინო დაწესებულებიდან და ბრუნდება თავიას საცხოვრებელში; ○ რომელსაც აქვს ექიმის მიერ დანიშნული ვიზიტი; ○ უნდა დასწროს დაკრძალვას "პირველი ხარისხის" ახლობელისა - მამა, დედა, და, ძმა, შვილი ან უნდა მოაგვაროს გადმოსვენების საკითხები (მაქსიმუმ 4 ადამიანი); ○ მოუწია ჩამოსულიყო მოცემულ ქალაქში უკანასკნელი 5 დღის განმავლობაში, მაგრამ არ აქვს დასარჩენი ადგილი და სურს დაბრუნდეს მშობლიურ ადგილას; ○ უნდა დაესწროს განათლების სამინისტროს მიერ დანიშნულ გამოცდებს; ○ მოიხადა სამხედროს სამსახური და უნდა დაბრუნდეს საცხოვრებელში; ○ განთავისუფლდა სასჯელაღმსრულებითი დაწესებულებიდან საგანმანათლებლო დაწესებულებები, ბიზნესი, საზოგადოებრივი ტრანსპორტი: • ყველა საგანმანათლებლო/სატრენინგო აქტივობა შეჩერებულია სკოლამდელებისა და ბაღის ბავშვებისთვის; • საკვები დაწესებულებები, როგორიცაა რესტორნები, კაფეები, საკონდიტროები და კაფეტერიები მუშაობას აგრძელებენ მხოლოდ მიტანის სერვისზე; • მოლებსა და სხვა მსგავს დაწესებულებებში შესვლა დასაშვებია მხოლოდ "HES კოდის" მქონე მოქალაქეებისთვის - ის ინფორმაციას იძლევა მოქალაქის მიერ ვირუსის გავრცელების რისკის, მის კორონავირუსით დაავადებულ ადამიანებთან კონტაქტის შესახებ. ![]() 55 2-ს მოსწონს
|