x
"ახალი კორონავირუსი SARS-CoV-2 აშშ-ში ჯერ კიდევ 2019 წლის დეკემბრის შუა რიცხვებში უნდა გავრცელებულიყო!" - მეცნიერთა უახლესი დასკვნები
ოქსფორდის უნივერსიტეტის სამედიცინო ჟურნალ Clinical Infectious Diseases-ის 1 დეკემბრის გამოცემის მიხედვით, ადამიანები ახალი კორონავირუსით აშშ-ში ჯერ კიდევ 2019 დეკემბრის შუა რიცხვებში უნდა დაინფიცირებულიყვნენ!

შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა გამოიკვლია ამერიკული წითელის ჯვრის მიერ ქველმოქმედებისთვის 2019 წლის 13 დეკემბრიდან 2020 წლის 17 იანვრამდე ჩაბარებულ სისხლთა ნიმუშები.

image

ცხრა შტატიდან შეგროვებულ 7, 389 ნიმუშს ჩაუტარდა ანალიზი მათში SARS-CoV-2-ის რეაქტიული ანტისხეულების არსებობა-არარსებობის დასადგენად (SARS-CoV-2 კოვიდ 19-ის მეცნიერული სახელწოდებაა).


ტესტირების შედეგად სულ მცირე 106 ნიმუშში აღმოჩნდა SARS-CoV-2-ის ანტისხეულები. მათ შორის იყო 2019 წლის 13 დეკემბრის სისხლის ნიმუში კალიფორნიელი, ორეგონელი და ვაშინგტონელი მოქალაქეებისა.

აქამდე, აშშ-ში კოვიდ 19-ით დაინფიცირების პირველ ''ქეისად'' 2020 წლის 21 იანვარს დადასტურებულ შემთხვევას მიიჩნევდნენ.

0
82
1-ს მოსწონს
ავტორი:Diamond
Diamond
82
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0