x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა ცალმხრივი სიყვარულის სევდიანი სცენა (ვიდეო)
imageჩინეთში სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა უპასუხო სიყვარულის სევდიანი სცენა. ბიჭმა გოგონა მიატოვა და სხვაზე დაქორწინებას აპირებდა. თუმცა, მის ყოფილ შეყვარებულს არ სურდა ასე მარტივად დანებება.



გოგონამ გადაწყვიტა ბოლომდე იბრძოლოს სიყვარულისთვის, რა დროსაც სასოწარკვეთილი ზომები მიიღო.


გოგონა ყოფილის ქორწილის ჩაშლას საკმაოდ სარისკო გზით შეეცადა, წერს ჩინური გამოცემა Yulin Daily.-ი

კადრებში ჩანს, თუ როგორ გადადის იგი მოძაობით გადატვირთულ გზაჯვარედინზე შეძრწუნებული გამვლელების წინაშე და წინ უდგება ყვავილებით და ლენტებით გაფორმებულ მანქანას. მაშინაც კი, როდესაც საქორწილო მანქანა გვერდის ავლას ცდილობს, გოგონა წინ ეღობება.


image

ამისდა მიუხედავად, მისი ყოფილი შეყვარებული ურყევი დარჩა და გოგონას ვედრებას გულგრილად შეხვდა. შედეგად, გულგატეხილმა გოგონამ იქაურობა ტირილით დატოვა.


თვითმხილველთა თქმით გოგონა ტელეფონში ყვიროდა: "მე არასდროს მიგატოვებ", სავარაუდოდ, ყოფილ შეყვარებულს ელაპარაკებოდა.

ინტერნეტმომხმარებლებმა ეს სევდიანი ამბავი გულთან ახლოს მიიტანეს:

"სულელო გოგო. წადი სახლში და მოიშუშე ჭრილობები. უკეთესს შეხვდები, როცა ამას გადაიტან";

"ნუ აიძულებ. არ ყოფილა ბედი. ერთ დღეს მადლობას მოუხდით იმისთვის, რომ მასზე არ გათხოვდი", - წერენ მათ.

0
99
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
99
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0