x
image
ლურჯი თოლია
აკრძალული სიყვარული - სოფი ლორენი და კარლო პონტი
image
სოფიამ კარლო 16 წლის ასაკში გაიცნო ერთ-ერთ კაფეში, სადაც მან სოფიას სილამაზის კონკურსში მონაწილეობა შესთავაზა. სწორედ ამის შემდეგ აღმოაჩინა მომავალმა მეუღლემ პატარა გოგონას მსახიობური ნიჭი. მამაკაცი მალევე მიხვდა, რამდენად წარმატებული იქნებოდა გოგონა კინომატოგრაფიაში და სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყო მათი სიყვარულის ისტორიაც.
პირველი მთავარი როლი 20 წლის სოფიმ ფილმ "ოქროს ნეაპოლში" შეასრულა. პირველი ძვირფასი საჩუქარი კი, რომელიც მან საყვარელი მამაკაცისგან მიიღო იყო ბრილიანტის ბეჭედი.
სოფი უკვე წამრატებული კინო ვარკვლავი იყო მაგრამ მას ეს წარმატება დიდად არ ადარდება, მას სურდა სატრფოს გვერდით, იტალიაში ყოფნა, მოუხედავად იმისა, რომ მათ შეუღლებას, კარლოს პირველი ქორწინება უშლიდა ხელს.
მაშინ, როცა იტალიელმა იურისტება თითქოს მოაგვარეს განქორწინების პრობლემა და კარლო და სოფი შეუღლდნენ, ვატიკანმა ქორწინება ბათილად სცნო. კარლოს პირველმა მეუღლემ უარი განაცხადა გაყრაზე, ხოლო ორცოლიანობა იტალიის საზოგადოებამ დაგმო.
სოფისა და კარლოს სამშობლოდან გაქცევა მოუწიათ. მათ 10 წელი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში იცხოვრეს. ხოლო 1966 წელს კი, სოფი კარლოს კანონიერი მეუღლე გახდა.
სტრესის და რამდენჯერმე მოშლილი მუცელის მიუხედავად მათ საბოლოოდ შეეძინათ ვაჟი, კარლო პონტ კინი, რომელსაც სუსტი ჯამრთელობის გამო სავადმყოფოდან გამოსვლის შემდგომ კვლავ იქ დაბრუნება მოუწია. 4 წლის შემდეგ მას ისევ ვაჟი შეეძინა, რომელსაც ედუარდო დაარქვეს.
წყვილის ურთიერთობა, რომელიც მუდამ ყველასთის მისაბაძი იყო, 50 წელი გაგრძელდა.
image
0
149
2-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
149
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0