x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
„არ ვეწევი აგერ უკვე 265 დღეა... გავსუქდი 10 კგ, ფეხით დავდივარ სამსახურში,“ - ნანიკო ხაზარაძე
image


ცნობილი ქართველი ტელეწამყვანი ნანიკო ხაზარაძე ჯანსაღი ცხოვრების წესს მისდევს. ამის შესახებ ხაზარაძემ სოციალურ ქსელში მწერალ ტორესა მოსის სტატუსის კომენტარებში დაწერა. როგორც კომენტარებიდან ჩანს, ნანიკო ხაზარაძემ სიგარეტის მოწევას თავი სავარაუდოდ პანდემიის დაწყების შემდეგ დაანება და ჯანსაღი რეჟიმით ცხოვრება არჩია. თუმცა ტელეწამყვანი იქვე გულწრფელად იმასაც წერს, რომ მოწევის შეწყვეტის შემდეგ წონაში მოიმატა და საკმაოდ გასუქდა.


ნანიკო აღნიშნავს, რომ ყველას გულშემატკივრობს, ვინც მოწევას თავი დაანება და ჯანსაღი ცხოვრების წესით დაიწყო ცხოვრება.


როგორც გაირკვა, წონის მატების შესაჩერებლად და სხეულის გასაკაჟებლად ნანიკო ტელეიმედში მისასვლელად ტრანსპორტს სულაც აღარ იყენებს. ნანიკო ხაზარაძე წერს, რომ ბოლო ხანს ტელეკომპანია იმედში ფეხით მიდის.



„არ ვეწევი აგერ უკვე 265 დღეა (აპლიკაცია ითვლის) გავსუქდი 10 კგ !!!! სამსახურამდე, ან ისე დავდივარ 10 კმ ყოველდღე (ვაკის პარკი-თავისუფლება და უკან) და არ დავიწყებ მოწევას. არ დაიწყო!!!!!!!!! ყველას ვგულშემატკივრობ ვინც თავი დაანება, “ - წერს სოციალურ ქსელში ტელეწამყვანი ნანიკო ხაზარაძე.


რამდენიმე თვეა, რაც ბედნიერი არამწეველი ვარ. მანამდე კი უხსოვარი დროიდან ვეწეოდი. როდესაც ვეწეოდი, ვერ ვხდებოდი რისი ტყვე ვიყავი და ვერც იმას ვხვდებოდი, როგორ ბატონოდა სიგარეტი ჩემზე. ახლა როდესაც დისტანცირებული ვარ მისგან, ახლა როდესაც თავისუფალი ვარ მისგან, ახლა როდესაც მის გარეშე ცხოვრება შემიძლია და მიხარია, ვარ ძალიან კარგად, ვარ თავისუფალი !


გადაწყვეტილება 7 მარტს მივიღე, მაშინ როდესაც ჩავაქვრე ბოლო ღერი სიგარეტი. მანამდე მეგონა ეს დაუძლეველი რამე იყო. აი როგორი ვერაგია ის, ბოლო წუთამდე მანიპულირებს შენით.


სულ ვებრძოდი სიგარეტს, ვანაცვლებდი ხან აბებით, ხანაც ლიტერატურით, ვნერვიულობდი, ვიფიცებდი, ვიტანჯებოდი, მაგრამ ვერ ვანებებდი.


ბოლო მცდელობა იყო ყველაზე სწორი მიდგომა - კოგნიტური ფსიქოლოგია, რომელმაც კიდევ ერთხელ გამააზრებინა ყველაფერი არა ზედაპირულად, არამედ სიღრმისეულად და ფაქტი სახეზეა, მე აღარ ვეწევი,

მეგონა ძალიან გამიჭირდებოდა და არა!!!


მიუხედავად იმისა, რომ ცოტა მოვიმატე ეს მოწევასთან შედარებით არაფერია. საკვები ჩვენ ენერგიით და საჭირო მიკროელემენტებით, “ - აღნიშნავს ნანიკო.


მას შემდეგ, რაც ტელეწამყვანმა 12 მაისს სიგარეტის მოწევას თავი დაანება და ეს სოციალური ქსელის მომხმარებლებსაც ამცნო, 10 კილოგრამი მოიმატა. როგორც ჩანს, ხაზარაძეს მომატება დიდი ხნის მანძილზე სურდა და სწორედ ახლა გამოუვიდა.

ტანწერწეტა სატელევიზიო სახემ რადიკალურ ცვლილებებს კარანტინის პერიოდში მიმართა. ჯერ თმა ყველა ტენდენციის დაცვით გადაიპარსა, შემდეგ საკუთარი ხელით შეიღება, ახლა კი თმა გაუზრდია. ყოველ შემთხვევაში, ტელეწამყვანი ირწმუნება, რომ რაც მოწევას თავი დაანება, თმა ძალიან მალე ეზრდება.


ნანიკო ხაზარაძე წლებია მედიასივრცის შეუცვლელი კადრია. კარიერა იმ პერიოდში დაიწყო, როდესაც საქართველოში მასმედია განვითარების პირველ საფეხურებს გადიოდა. პოპულარული ტელეწამყვანი ბევრი ადამიანის საყვარელ ტელესახედ იქცა. ცოტა ხნის წინ ტელეწამყვანმა ახალი საავტორო გადაცემა „საიმედო რეკომენდაციები“ დაიწყო. ტელესახე მხოლოდ საინტერესო რჩევებით არ შემოიფარგლება და მაყურებელს სხვადასხვა საყოფაცხოვრებო საკითხზე საკუთარ გამოცდილებას პირდაპირ ეთერში უზიარებს.

2018 წლის ნოემბერში ნანიკო მეორედ დაქორწინდა. მისი რჩეული ლევან მათითაშვილია. ლევან მათითაშვილი ცნობილი ექიმის და უკვე ტელესახის, გადაცემა „ექიმების“ წამყვანის კოტე მათითაშვილის ძმაა. ძმები ერთმანეთს ძალიან ჰგვანან. წყვილი რომანს ხუთი წელი მალავდა




image



0
72
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
72
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0