x
10 რჩევა გამოცდებისთვის წარმატებით მოსამზადებლად
ყოველთვის არსებობს მრავალფეროვანი აქტივობები, რომლებიც ჩვენი გამოცდილებისა და ცოდნის გაზრდისთვის შეგვიძლია გამოვიყენოთ. სტატიაში გაეცნობით ათ ასეთ საშუალებას.


1. გამოყავით საკმარისი დრო სასწავლად

შეადგინეთ განრიგი, რომელიც თქვენს მეცადინეობებს შეესაბამება. არასდროს გადადოთ სწავლა ბოლო წუთებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი მოსწავლე მშვენივრად ახერხებს გაკვეთილის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე სწავლას, ხშირად ეს ზედაპირული და გულგრილი სწავლის მეთოდი არ ამართლებს გამოცდებისთვის მომზადებისას. სჯობს ჩამოწეროთ, რამდენი გამოცდა გაქვთ ჩასაბარებელი, რა უნდა შეისწავლოთ რა დროის განმავლობაში. ამის შემდეგ კი მოაბილიზეთ თქვენი შრომის უნარ-ჩვევები.


2. დარწმუნდით, რომ თქვენი სამეცადინო სივრცე მოწესრიგებულია


image

დარწმუნდით, რომ გაქვთ საკმარისი ადგილი თქვენს სამუშაო მაგიდაზე რვეულებისა და კონსპექტების დასალაგებლად. ყურადღება უნდა მიაქციოთ ოთახის განათებასა და სკამის კომფორტულობასაც. სამეცადინო სივრციდან მოაშორეთ ისეთი ნივთები, რომლებმაც შეიძლება ყურადღება გაგაფანტინოთ. დარწმუნდით, რომ თავს კომფორტულად გრძნობთ და შეგიძლიათ საქმეზე კონცენტრირება. ნაწილისთვის ეს სრულ სიჩუმეში ყოფნაა, მაშინ, როდესაც სხვებს მუსიკის მოსმენა ეხმარება. ზოგიერთი ჩვენგანისთვის სამუშაოზე ფოკუსირებისთვის სისუფთავე და მოწესრიგებული გარემოა აუცილებელი, მაშინ, როცა სხვები უფრო არეულ გარემოში მეცადინეობას ანიჭებენ უპირატესობას. მთავარია, ადგილი, სადაც მუშაობთ, თქვენთვის სასიამოვნო იყოს.


3. გამოიყენეთ გრაფიკები და დიაგრამები


ვიზუალური დამხმარე საშუალებები განსაკუთრებით სასარგებლო ნასწავლი მასალის გადამეორებისასაა. დასაწყისში ჩამოწერეთ ყველაფერი, რაც მოცემულ საკითხთან დაკავშირებით იცით. გამოცდების მოახლოებასთან ერთად თქვენი კონსპექტები დიაგრამებად აქციეთ. მხედველობითი, ვიზუალური დამახსოვრება მნიშვნელოვნად გაზრდის თქვენს მზადყოფნას გამოცდებისთვის.


4. ივარჯიშეთ ძველი გამოცდების ნიმუშებით

გამოცდებისთვის მომზადების ერთ-ერთი საუკეთესო გზა ძველი საგამოცდო ტესტებით ვარჯიშია. ასევე, ძველი ნიმუშების გარჩევა დაგეხმარებათ შეითვისოთ გამოცდის ფორმატი და იქ წარმოდგენილი კითხვების ფორმულირების სტილი. ეს გარკვეულ მოლოდინებს გაგიჩენთ გამოცდისადმი და რაც მთავარია, დაგეხმარებათ ისწავლოთ დროის კონტროლი.


5. აუხსენით თქვენი პასუხები სხვებს

თქვენი მეგობრებისა და ოჯახის წევრების დახმარებით შეძლებთ უფრო მარტივად დაძლიოთ გამოცდის სირთულე. ყოველთვის აუხსენით მას თქვენი პასუხის რაობა და მიზეზი, თუ რატომ ფიქრობთ ასე კონკრეტულ საკითხზე.


6. ჩამოაყალიბეთ საგანმანათლებლო ჯგუფები მეგობრებთან ერთად

ასეთი ჯგუფები დაგეხმარებათ მიიღოთ კითხვებზე პასუხი და შეასრულოთ ამოცანები ბევრად უფრო სწრაფად. უბრალოდ დარწმუნდით, რომ ჯგუფი მთლიანად კონცენტრირებულია მოცემულ საგანზე და მისი წევრები მარტივად არ ერთვებიან სხვა საკითხებზე.


7. შეისვენეთ რეგულარულად

დასვენება აუცილებელია ტვინისთვის, რათა კონცენტრირების უნარი აღიდგინოს. არც ისე კარგი ტაქტიკაა მრავალი საათის განმავლობაში შეუსვენებლად მეცადინეობა. ამგვარად თითქმის შეუძლებელია, რომ ნასწავლი მასალა დიდხანს გვახსოვდეს. განათლების მიღების მიღების საუკეთესო გზა ისეთი რუტინის გამომუშავებაა, რომელიც თქვენს გრაფიკს ერგება.


8. იკვებეთ მსუბუქად და ჯანმრთელი საკვებით

არ მიირთვათ არაჯანსაღი საკვები სწავლის პერიოდში. გააჯანსაღეთ თქვენი ტვინი და სხეული ჯანმრთელი, ახალი და ვიტამინებით სავსე საკვებით. ეს კონცენტრაციის უნარისა და მეხსიერების გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ.


9. დაგეგმეთ გამოცდის დღე

გაეცანით გამოცდის ყველა მოთხოვნასა და წესს. დაგეგმეთ განრიგი და განსაზღვრეთ დრო, რომელიც დანიშნულების ადგილამდე მისაღწევად შეიძლება დაგჭირდეთ. არასასურველია დაგვიანება, რომელიც თქვენს ზედმეტ მღელბარებას გამოუწვევს.


10. დალიეთ ბევრი წყალი

სწავლისა და გამოცდის დროს რეკომენდებულია ბევრი წყლის მიღება. ორგანიზმის წყლით მომარაგება არამარტო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, არამედ პოზიტიური განწყობის შენარჩუნებაშიც დაგეხმარებათ.

0
20
2-ს მოსწონს
ავტორი:Diamond
Diamond
20
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0