ქალი და მამაკაცი ლიზა ყენია წარსულზე საუბრომს რომელიც ძალიან მოსწონდა 2020, 1 დეკემბერი, 15:22 აი ყველანაირ სახლში კარგ გათბობას, კარგ ბინას, კარგ მანქანას,
ინტერნეტს, ფეისბუქს, მობილურს, კომპიუტერს, პლაზმურ ტელევიზორს, შუქს, კრემებს, დუხებს, ბევრ ტანსაცმელს, აქტიურ სტუმრობებს, ვითომ მეგობრებს და ყველაფერ ყალბს, ისევ აი ის დრო მირჩევნია, როცა ვცხოვრობდი საბურთალოზე ორ ოთახიანში ვთბებოდით გაზით, ვჭამდით ადამიანურად, არ იყო შუქი, მაგრამ იყო ბევრი სანთლები იკრიბებოდა ჩემს ერთ მუჭა სახლში მთელი დელისის უბნის სამეზობლო:) ცოცხალი იყო ბებიაჩემი დავსხდებოდით საღამოს
ქალები რეებზე არ ლაპარაკობდნენ ... რამდენ რამეს ვისმენდი და არ მესმოდა:))))))
თან რო ჭორაობდნენ და ყავის საფქვავს რიგ რიგობით ატრიალებდნენ, ორი მეზობელი მზესუმზირას რო ჭამდა შეუჩრებლივ და მე გაფრცქვნილებს მიგროვებდნენ და ერთად წვალების გარეშე ვიყრიდი პირში, მერე გოგლი მოგლს რო ვაკეთებინები ბებიაჩემს)))
გაზის დუხოვკაში, ჩემს ყველაზე საყვარელ მეზობლებთან კარტოფილებს რო ვწვავდით და თან იქ ვთბებოდით
რამდენი კარგი ადამიანი არსებობდა რამდენი კარგი ადამიანი აგარ არსებობს .. ყველაზე მაგარი თაობა იყო და იქნება დედაჩემის და ბებიაჩემის დროინდელი ხალხი.. ადამიანები ნამდვილი !
და ის დრო! მიუხედავად ყველაფრისა კონცერტი თვეში 10 ჯერ მაინც იყო .. კულისებშიც ვიყინებოდი დედაჩემს რო ველოდებოდი მაგრამ ესეც მსიამოვნებდა იმიტომ რომ ვნახულობდი უამრავ კარგ მომღერალს და ადამიანს ერთად .. ვგიჟდებოდი ფილარმონიის ბუფეტში თემურ თათარაშვილთან ერთად რო დავჯდებოდი და აქაც ვუსმენდი მომღერლების პრეტენზიებს კარგ ამბებს ჭორებს რეები მესმოდა და თან არ მესმოდა :)))))!!
აი ეს დრო, . აი ეს დრო რო აღარასდროს აღარ იქნება, ამაზე საშინელება რა იქნება.. და რო აღარ არის..
126 3-ს მოსწონს
|