სიახლეები ექიმმა ვიდეოში აჩვენა COVID-19-ით ინფიცრებულთა სიცოცხლის ბოლო წუთები 2020, 27 ნოემბერი, 14:04
ამერიკელმა ექიმმა მისურის შტატიდან Twitter- ზე გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ნაჩვენებია, თუ რას ხედავენ COVID-19- ით ინფიცირებული პაციენტები სიცოცხლის ბოლო წუთებში. ვიდეომ 100 ათასზე მეტი ნახვა, ასობით კომენტარი და ათასობით მოწონება დააგროვა.
ყველა საჭირო პირადი დამცავი მოწყობილობაში გამოწყობილმა კენეტ რემიმ (Kenneth Remy)საკმაოდ შიშისმომგვრელი ვიდეო გაავრცელა. მან განმარტა, რომ კორონავირუსით დაავადებული ადამიანი სიკვდილის წინ ხედავს მხოლოდ სამედიცინო აპარატურას და ექიმების სახეებს. მისივე თქმით, ამ დროს ასეთი პაციენტი წუთში 40-ჯერ სუნთქავს, ხოლო სისხლში ჟანგბადის დონე 80 პროცენტზე ნაკლებია. "აი რას ნახავთ თქვენი სიცოცხლის ბოლოს, თუ საზოგადოებაში პირბადით არ ივლით, თუ არ დაიცავთ სოციალურ დისტანციას. თუ რეგულარულად არ დაიბანთ ხელებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მერწმუნეთ, სწორედ ამას ნახავთ" მან ხალხს მოუწოდა სერიოზულად მოეკიდონ მის სიტყვებს. ” არ მინდა ვიყო ის უკანასკნელი ადამიანი, ვინც თქვენს შეშინებულ თვალებს შეხედავს”, - ასე წარწერა დაურთო ექიმმა ვიდეოს. ცოტა ხნის წინ მექსიკელმა მედიკოსმა COVID-19– ით გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე ჩაწერა ვიდეომიმართვა ნათესავებისთვის. კადრებში პაციენტი ამბობს: "მინდა გახსოვდეთ ვინ ვარ და ვინ ვიყავი, რაც არ უნდა მოხდეს და რა ბედიც არ აქვს ღმერთს ჩემთვის მომზადებული". 42 3-ს მოსწონს
|