x
image
კატაპულტი
როდის, როგორ და რა რაოდენობის ყავა უნდა მიირთვათ, რომ ორგანიზმს არ ავნოთ
image
ყავა ადამიანების ერთ-ერთი საყვარელი სასმელია მთელს მსოფლიოში და შესაბამისად არაერთი განსხვავებული მოსაზრება არსებობს ორგანიზმისათვის მის სარგებლიანობასა და მავნებლობაზე. ქვემოთ განვიხილავთ რამდენიმე გავრცელებულ მითსა და რეალობას, რომელიც სწორი შეფასების გაკეთებაში დაგეხმარებათ.

1. რამდენია ყავის ერთჯერადი და დღიური დოზა?

ევროპის სურსათის უვნებლობის ორგანიზაციის რეკომენდაციით, მოზრდილმა ადამიანმა ერთჯერადად შეიძლება მიიღოს 200 მილიგრამი კოფეინი (დაახოებით ორი ჭიქა), ხოლო დღიური მაქსიმალური დოზა 400 მილიგრამია ( დაახლ. 4ჭიქა). აღნიშნული გათვლილია სრულიად ჯანმრთელ ადამიანებზე, თუმცა მათთვის, ვისაც სხვადასხვა დაავადებები აწუხებს, აუცილებელია შესაბამისი შეზღუდვების გათვალისწინება. კერძოდ, მაღალი წნევის მქონე პირებმა აუცილებელია ყავის დღიური დოზა ექიმთან შეათანხმონ, ამასთან, სასურველია ყავის კონცენტრაცია ძალზედ დაბალი იყოს სითხეში, თუნდაც მხოლოდ ფერის მისაცემად გამოიყენოთ ყავა( თავს მოიტყუებთ, მაგრამ ჯანმრთელობას შეინარჩუნებთ). დიდი ოდენობით ყავისა და ზოგადად კოფეინის მიღება სერიოზულ ზიანს აყენებს გულს.


2. როგორი ყავა უნდა მიირთვათ, რომ კუჭი არ დაიზიანოთ?


ზოგიერთ ადამიანში ყავამ შესაძლოა კუჭის პრობლემები გამოიწვის. ამის თავიდან ასაცილებლად, ყურადღება უნდა მიაქციოთ ყავის მოხალვის დონეს.რაც უფრო დამწვარია ყავის მარცვლები, მით უფრო საზიანოა ის. თუ თავად აკეთებთ ამას, მარცვლები მოხალეთ დიდი ხნის განმავლობაში დაბალ ტემპერატურაზე. კუჭის პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს ასევე ყავის უზმოზე დალევამ.

გარდა ამისა, იმისათვის, რომ ყავამ არ გაგასუქოთ, ნუ მიაყოლებთ მას შოკოლადს და ნუ გააზავებთ სასმელს ნაღებითა და რძით.თავად ყავა ფაქტიურად არ შეიცავს კალორიებს.თუ ნაკლებ შაქარსაც მოიხმართ ან საერთოდ უშაქრო ყავას შეეგუებით, მთლად უკეთესი.image


3. როდის უნდა მიირთვათ ყავა?

დიდი უმრავლესობა ყავას გაღვიძებისთანავე მიირთმევს, რაც არასწორია, იმიტომ, რომ ორგანიზმის შეფხიზლებისას სხეული გამოიმუშავებს სტიმულატორ ჰორმონ კორტიზოლს, როცა ყავას მივირთმევთ, ამით ჰორმონის ჭარბი ფორმირება ხდება და სხეული ისტრესება. მეცნიერები ფიქრობენ, რომ ნორმალური გრაფიკის მქონე ადმიანისათვის ყავის მისართმევად საუკეთესო დროებია: დილით – 9:30-დან 11:30 სთ.-მდე და შუადღით – 13:30-დან 17:00 საათამდე.

რაც შეეხება ყავის ძილის წინ მირთმევას, ქმნის თუ არა ეს ძილის პრობლემებს?!

image

მეცნიერების დასკვნით, ყველაფერი დამოკიდებულია ადამიანის ორგანიზმზე, ამიტომ უმჯობესია საკუთარ თავს დააკვირდეთ და ისე მიიღოთ გადაწყვეტილება.


ჯანმრთელობას გისურვებთ!image

ასევე იხილეთ:

რამდენად საზიანოა საღეჭი რეზინი ჩვენი ჯანმრთელობისათვის?!


5 მიზეზი იმისა, რომ შიშველი ძილი ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა


ეს საკვები სერიოზულად ვნებს თავის ტვინს – ეს უნდა იცოდეთ!


ყურადღება! თუ 30 წელს გადააბიჯეთ, ამ პროდუქტებთან ფრთხილად!

0
78
4-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
78
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0